თელავში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფების ჩართვა გახდა საჭირო.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
შემთხვევა სოფელ ნაფარეულთან დღეს საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, დაზიანდა კიდევ ერთი მსუბუქი მანქანა.
როგორც ქართული მედია იუწყება, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამაშველო ჯგუფების ჩართვა გახდა საჭირო.
შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი, შუა ხნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.
ყველა ახალი ამბავი
0