48 მლნ ლარის ყალბი ანგარიშ-ფაქტურები: დაკავებულია ერთი პირი

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება–გამოყენებისა და სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ის ყალბი აქტივების შექმნის მიზნით მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით გაწერა 48.33.232 ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა განახორციელა 6.697.835 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალების მიწოდება. გარდა ამისა, ბრალდებულმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით მოითხოვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ფიქტიურად შექმნილი ზედმეტობიდან თანხის ნაწილის – 804.381 ლარის უკან დაბრუნება.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2020
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი: დაკავებულია შვიდი პირი
ბრალდებულმა მის მფლობელობაში არსებული კომპანიების მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად ყალბი აქტივიდან 89.564 ლარის გამოყენება მოასწრო.
გამოძიება სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, 180-ე და 185-ე მუხლების მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0