Wanderlust-მა თბილისი მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ ყველაზე სასურველ ქალაქად დაასახელა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქი მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ ყველაზე სასურველი აღმოჩნდა ლისაბონთან და სევილიასთან ერთად.
თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანული სამოგზაურო საინფორმაციო საშუალება Wanderlust-ის ყოველწლიური დაჯილდოების ღონისძიებაზე Wanderlust Travel Awards თბილისი მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ ყველაზე სასურველ ქალაქად დასახელდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ნომინაციაში გამარჯვებული შეირჩა მკითხველთა მიერ. პანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით სასიხარულოა ასეთი ცნობილი მედიაგამომცემლობის და მისი მილიონობით მკითხველის აღიარება“, – თქვა კალაძემ.

მერის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დედაქალაქის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს და წარმოაჩენს თბილისის საქალაქო ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო მოგზაურებისთვის და ტურიზმის სექტორის პროფესიონალებისთვის.
პანდემიის გამო დაცარიელებული თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2020
Telegraph: თბილისი იდეალური ადგილია – საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყნების სიაში
„პანდემიამდე, მახსოვს, როგორც ვითარდებოდა კაფე-ბარები, ჰოსტელები. პანდემიამ, რა თქმა უნდა, ეს მიმართულება დააზარალა, მაგრამ ჩვენ იმიტომ გამოვდივართ მხარდამჭერი პროგრამებით, რომ მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ, რომ ტურისტებს უმასპინძლოთ, რომ მათ გავაცნოთ ჩვენი დედაქალაქი თავისი ძეგლებით და კულტურით. ეს აღიარება მნიშვნელოვანია და მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის ინფორმაციით, აღნიშნულ კატეგორიაში ასევე გაიმარჯვეს ლისაბონმა და სევილიამ.
ყველა ახალი ამბავი
0