https://sputnik-georgia.com/20211103/transgenderi-qalis-mkvlelobasi-braldebuls-patimroba-seefarda-261770948.html
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა: პროკურორმა მოტივებზე ისაუბრა
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა: პროკურორმა მოტივებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
ბრალდებული ჩადენილს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 03.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-03T20:16+0400
2021-11-03T20:16+0400
2021-11-03T23:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_f6b5c9ef9fbb71de5bcf18a5bbe4a82e.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში 38 წლის ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის და ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 23 წლის ვაჩე ცაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა, იუწყება „პირველი არხი“.ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მასაჟის სალონში დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი „ცხელ კვალზე“ 1 ნოემბერს დააკავა.სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მოწმეებზე ზეწოლის ან მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფუძვლიანი ვარაუდი, შესაბამისად, გამოყენებული უნდა ყოფილიყო აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა.თავის მხრივ, დაცვის მხარე არ იზიარებს პროკურატურის პოზიციას და მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებს ვერ ხედავს. ადვოკატმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, გირაოს ოდენობა კი 15.000 ლარით განსაზღვრა. მაგრამ სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებულის მოტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცაკაშვილმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა.გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20211101/transgenderi-qalis-mkvleloba-tbilissi-dakavebulia-erti-piri-261705063.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_50ac1bf696b8e9fdc1c5aa71ebcc40db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა: პროკურორმა მოტივებზე ისაუბრა
20:16 03.11.2021 (განახლებულია: 23:09 03.11.2021) ბრალდებული ჩადენილს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში 38 წლის ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის და ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 23 წლის ვაჩე ცაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მასაჟის სალონში დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი „ცხელ კვალზე“ 1 ნოემბერს დააკავა.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მოწმეებზე ზეწოლის ან მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფუძვლიანი ვარაუდი, შესაბამისად, გამოყენებული უნდა ყოფილიყო აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა.
თავის მხრივ, დაცვის მხარე არ იზიარებს პროკურატურის პოზიციას და მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებს ვერ ხედავს. ადვოკატმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, გირაოს ოდენობა კი 15.000 ლარით განსაზღვრა. მაგრამ სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებულის მოტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცაკაშვილმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა.
„მას უნდოდა ნებისმიერი იმ პირის მკვლელობა, ვინც დაწესებულებაში იმყოფებოდა კონკრეტულ დღეს და პირველი ვინც შეხვდა, ეს იყო გარდაცვლილი და მას მიაყენა დაზიანებები. ბრალდებული ნამყოფი იყო ამ დაწესებულებაში და ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმართ განეხორციელებინა მსგავსი ქმედებები“, – განაცხადა პროკურორმა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.