https://sputnik-georgia.com/20211101/transgenderi-qalis-mkvleloba-tbilissi-dakavebulia-erti-piri-261705063.html
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა თბილისში: დაკავებულია ერთი პირი
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა თბილისში: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 23 წლის მამაკაცს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T23:44+0400
2021-11-01T23:44+0400
2021-11-01T23:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში 38 წლის ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის და ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 23 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მასაჟის სალონში დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე - ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.უწყების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა თბილისში: დაკავებულია ერთი პირი
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 23 წლის მამაკაცს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში 38 წლის ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის და ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 23 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს
განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მასაჟის სალონში დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე - ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.