The Lancet-მა „სპუტნიკ ლაითის“ უსაფრთხოებაზე ახალი სტატია გამოაქვეყნა

© photo: Sputnik / Russian Direct Investment Fund (RDIF)  / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა „სპუტნიკ ლაითი“
ვაქცინა „სპუტნიკ ლაითი“ - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. სამედიცინო ჟურნალმა The Lancet-მა გამალეის ცენტრის ახალი სტატია გამოაქვეყნა კორონავირუსის ერთკომპონენტიანი ვაქცინა „სპუტნიკ ლაითის“ უსაფრთხოების შესახებ, იუწყება РИА Новости რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდზე დაყრდნობით, რომელიც იყო კვლევების სპონსორი.

„რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი გაცნობებთ, რომ წამყვანმა სამედიცინო რეცენზირებადმა ჟურმალმა The Lancet-მა გამოაქვეყნა გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი ანტიკორონავირუსული ერთკომპონენტიანი ვაქცინა „სპუტნიკ ლაითის“ შესახებ კვლევა, რომლის მონაცემებითაც პრეპარატმა გამოავლინა მაღალი უსაფრთხოება და ძლიერი ჰუმორალური და უჯრედული იმუნიტეტის ჩამოყალიბება“, − ნათქვამია ფონდის პრეს-რელიზში.

არარანდომიზებულმა ცდებმა დაადასტურა, რომ პრეპარატი აყალიბებს ძლიერ იმუნურ პასუხს როგორც COVID-19-ით დაუავადებელ, ისე კორონავირუს-გადატანილ პაციენტებში. დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების უმეტესობა იყო მსუბუქი ან ზომიერი, სერიოზული არასასურველი გამოვლინებები მეცნიერებს არ დაუფიქსირებიათ.
რუსული ვაქცინა „სპუტნიკ ლაითი“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
ვაქცინა „სპუტნიკ ლაითმა“, როგორც ბუსტერმა, იმუნური პასუხის გაძლიერება აჩვენა
გამალეის ცენტრის უფრო ადრინდელმა კვლევებმა, რომლებიც მოსკოვში 28 ათასი პირის „სპუტნიკ ლაითით“ იმუნიზაციას ეყრდნობოდა, აჩვენა, რომ ის ეფექტურია „დელტა“ შტამის შემთხვევაშიც (70%) აცრიდან სამი თვის განმავლობაში.
60 წლამდე ადამიანებში პრეპარატმა 75%-იანი ეფექტი გამოავლინა, ხოლო სხვა ვაქცინების ბუსტერად გამოყენების შემთხვევაში „სპუტნიკ ლაითის“ ეფექტურობამ 83%-ს გადააჭარბა ინფიცირების წინააღმდეგ და 94% − ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0