https://sputnik-georgia.com/20211014/ruseti-vaqcina-sputnik-laitma-rogorc-busterma-imunuri-pasuxis-gazliereba-acvena-260563880.html
ვაქცინა „სპუტნიკ ლაითმა“, როგორც ბუსტერმა, იმუნური პასუხის გაძლიერება აჩვენა
ვაქცინა „სპუტნიკ ლაითმა“, როგორც ბუსტერმა, იმუნური პასუხის გაძლიერება აჩვენა
Sputnik საქართველო
„სპუტნიკ ლაითის“ ბუსტერ-დოზების გამოყენება კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტს თითქმის ექვსი თვით ახანგრძლივებს, განაცხადა გამალეის ცენტრის დირექტორმა. 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T21:17+0400
2021-10-14T21:17+0400
2021-10-14T23:17+0400
რუსეთი
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251313458_0:512:2730:2048_1920x0_80_0_0_e2d2de4e52957355c97b325346623315.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. კომბინაციამ „სპუტნიკ ლაით/AstraZeneca" არგენტინაში ჩატარებულ კვლევებში შესანიშნავი შედეგი აჩვენა, იუწყება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი.ოთხშაბათს ფონდში განაცხადეს, რომ ერთკომპონენტიანი ვაქცინა „სპუტნიკ ლაითი“ სხვა ვაქცინებთან კომბინაციაში ბუსტერის სახით 83%-იან ეფექტურობას აჩვენებს კორონავირუსის „დელტა“ შტამის წინააღმდეგ და 94%-ს – ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ.„არგენტინაში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით ჩატარებულმა ვაქცინების კომბინირების მსოფლიოში პირველმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინები „სპუტნიკ ლაითი“ (ვაქცინა „სპუტნიკV“-ს პირველი ნაწილი) და Moderna ეხმარებიან სხვა ვაქცინებს როგორც მეორე, ბუსტერ-დოზები კორონავირუსზე უფრო მძლავრი იმუნური პასუხის სტიმულირებაში“, – ციტირებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს РИА Новости.„AstraZeneca/„სპუტნიკ ლაითის“ კომბინაციამ შესანიშნავი შედეგი აჩვენა“, – აღნიშნავენ ფონდში.„სპუტნიკ ლაითის“ ერთჯერადი ინექცია – ეფექტური უნივერსალური გამაძლიერებელია AstraZeneca, Sinopharm, Moderna და Cansino-ს მიერ წარმოებული ვაქცინებისთვის, აღნიშნეს ფონდში. „სპუტნიკ ლაითის“ შემცველი „კოქტეილის“ თითოეულმა კომბინაციამ მეორე დოზის შეყვანიდან მე-14 დღეს უზრუნველყო ანტისხეულების უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ორიგინალური ჰომოგენური (ერთი ვაქცინის ორი დოზა) ვაქცინების შემთხვევაში.
https://sputnik-georgia.com/20211014/italia-evrokavsirsi-rusuli-vaqcinis-ariarebis-process-daacqarebs-260532286.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251313458_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_198af768a28b3138b506bf90b3989a88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, covid-19
ვაქცინა „სპუტნიკ ლაითმა“, როგორც ბუსტერმა, იმუნური პასუხის გაძლიერება აჩვენა
21:17 14.10.2021 (განახლებულია: 23:17 14.10.2021) „სპუტნიკ ლაითის“ ბუსტერ-დოზების გამოყენება კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტს თითქმის ექვსი თვით ახანგრძლივებს, განაცხადა გამალეის ცენტრის დირექტორმა.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. კომბინაციამ „სპუტნიკ ლაით/AstraZeneca" არგენტინაში ჩატარებულ კვლევებში შესანიშნავი შედეგი აჩვენა, იუწყება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი.
ოთხშაბათს ფონდში განაცხადეს, რომ ერთკომპონენტიანი ვაქცინა „სპუტნიკ ლაითი“ სხვა ვაქცინებთან კომბინაციაში ბუსტერის სახით 83%-იან ეფექტურობას აჩვენებს კორონავირუსის „დელტა“ შტამის წინააღმდეგ და 94%-ს – ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ.
„არგენტინაში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით ჩატარებულმა ვაქცინების კომბინირების მსოფლიოში პირველმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინები „სპუტნიკ ლაითი“ (ვაქცინა „სპუტნიკV“-ს პირველი ნაწილი) და Moderna ეხმარებიან სხვა ვაქცინებს როგორც მეორე, ბუსტერ-დოზები კორონავირუსზე უფრო მძლავრი იმუნური პასუხის სტიმულირებაში“, – ციტირებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს РИА Новости.
„AstraZeneca/„სპუტნიკ ლაითის“ კომბინაციამ შესანიშნავი შედეგი აჩვენა“, – აღნიშნავენ ფონდში.
„სპუტნიკ ლაითის“ ერთჯერადი ინექცია – ეფექტური უნივერსალური გამაძლიერებელია AstraZeneca, Sinopharm, Moderna და Cansino-ს მიერ წარმოებული ვაქცინებისთვის, აღნიშნეს ფონდში. „სპუტნიკ ლაითის“ შემცველი „კოქტეილის“ თითოეულმა კომბინაციამ მეორე დოზის შეყვანიდან მე-14 დღეს უზრუნველყო ანტისხეულების უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ორიგინალური ჰომოგენური (ერთი ვაქცინის ორი დოზა) ვაქცინების შემთხვევაში.