ელჩის დაპირება: იტალია ევროკავშირში „სპუტნიკ V“-ს აღიარების პროცესს დააჩქარებს

© AFP 2024 / JORGE BERNALვაქცინა „სპუტნიკ V“
ვაქცინა „სპუტნიკ V“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. იტალია ევროკავშირის თანხმობის გარეშე არ აღიარებს COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს ეროვნულ დონეზე, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროპულ ინსტიტუტებში პრეპარატის აღიარების პროცედურები დააჩქაროს, განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს იტალიის ელჩმა მოსკოვში ჯორჯო სტარაჩემ.
„ჩვენ გაგვიჭირდებოდა იმ გზით წასვლა, რომლითაც წავიდა, მაგალითად, უნგრეთი. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვართ ინტეგრირებული ევროპის კავშირში, ვართ მისი მნიშვნელოვანი წევრი და პატივს ვცემთ მის შიგნით არსებულ მარეგულირებელ პროცედურებს“, — აღნიშნა ელჩმა.
Sputnik V - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
მურაშკო: ჯანმოში ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ აღიარებისთვის ბარიერები მოხსნილია
ამასთან, სტარჩეს თქმით, რომი ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირში „სპუტნიკ V“-ს აღიარების საკითხი დადებითად გადაწყდეს.

„რა თქმა უნდა, იტალია თავის როლს შეასრულებს ტექნიკურ კონსულტაციებში. გადაწყვეტილებას სპეციალიზებული ინსტიტუტები იღებენ, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ პროცესი დაჩქარდეს. რაც სწრაფად მოხდება ეს, მით უკეთესი“, — მიაჩნია იტალიელ დიპლომატს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გაგზავნა ევროკავშირის წარმომადგენლობაში COVID-19-ზე ვაქცინაციის სერტიფიკატების ურთიერთაღიარებისთვის საჭირო დოკუმენტები. ევროპული მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები რუსეთს შესაძლოა დეკემბერში ეწვიონ.
ყველა ახალი ამბავი
0