https://sputnik-georgia.com/20211002/janmom-rusuli-vaqcina-sputnikv-s-barierebi-mouxsna-260137790.html
მურაშკო: ჯანმოში ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ აღიარებისთვის ბარიერები მოხსნილია
მურაშკო: ჯანმოში ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ აღიარებისთვის ბარიერები მოხსნილია
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ აღიარების წინააღმდეგ ყველა ბარიერი მოხსნილია, დარჩენილია მხოლოდ... 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T17:30+0400
2021-10-02T17:30+0400
2023-08-17T12:45+0400
covid-19
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/19/251562057_0:226:3039:1935_1920x0_80_0_0_1bc068c10c89f574578f3577dbd603a1.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ აღიარების წინააღმდეგ ყველა ბარიერი მოხსნილია, დარჩენილია მხოლოდ გარკვეული ადმინისტრაციული პროცედურები, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხილ მურაშკომ ჟენევაში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.მინისტრის თქმით, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა, რომელსაც რუსი მინისტრი გუშინ შეხვდა, დაადასტურა, რომ „შემდგომი მუშაობისთვის“ დაბრკოლებები არ არსებობს.გარდა ამისა, მურაშკომ აღნიშნა, რომ აშშ დაინტერესებულია ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატების ურთიერთაღიარებით, და რომ ამ მიმართულებით წინსვლაა მოსალოდნელი.ამ დროისათვის ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ხუთი ვაქცინაა რეგისტრირებული. აქედან პირველია „სპუტნიკ V“, რომელიც გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით. ვაქცინა ფართოდ გამოიყენება მასობრივი იმუნიზაციისთვის, ის უკვე 70 ქვეყანაშია დამტკიცებული.გარდა ამისა, რუსეთში შექმინილია კიდევ ერთი ვაქცინა „ეპივაკკორონა“ (ცენტრი „ვექტორი) და „კოვივაკი ( ჩუმაკოვის სახელობის ცენტრი).რევაქცინაციისთვის რეკომენდებულია ვაქცინა „სპუტნიკ ლაითი“ — „სპუტნიკ V-ის“ გამარტივებული ვერსია, რომელიც ერთჯერადად შეიყვანება ორგანიზმში.რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე დაარეგისტრირა „ეპივაკკორონა-Н“ — მისი მოქმედი ნივთიერება იგივეა, რაც „ეპივაკკორონასი“, თუმცა ისინი სხვადასხვაგვარად სინთეზირდება.მიმდინარე წლის ივლისში რეგულატორმა ასევე გასცა ნებართვა სანქტ-პეტერბურგის ვაქცინების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვაქცინებისა და შრატების ფედერალური მედიკო-ბიოლოგიური სააგენტოს პრეპარატის კლინიკურ კვლევებზე.
https://sputnik-georgia.com/20210917/mecnierebma-deltas-winaagmdeg-sputnikv-epeqturoba-daamtkices-259666245.html
https://sputnik-georgia.com/20210902/amerikulma-kompaniebma-sesazloasputnikv-qarmoeba-daiwyon-259258438.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/19/251562057_285:0:3016:2048_1920x0_80_0_0_ba82edc3fb421509ad66e5377cdb41ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
covid-19, რუსეთი
მურაშკო: ჯანმოში ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ აღიარებისთვის ბარიერები მოხსნილია
17:30 02.10.2021 (განახლებულია: 12:45 17.08.2023) თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ აღიარების წინააღმდეგ ყველა ბარიერი მოხსნილია, დარჩენილია მხოლოდ გარკვეული ადმინისტრაციული პროცედურები,
განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხილ მურაშკომ ჟენევაში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
„რუსეთის პოზიცია რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ რეგისტრაციისა და პოპულარიზაციის თაობაზე გაგებულია. <...> ახლა აუცილებელია, რომ კომპანიამ, რომელიც ვაქცინის რეგისტრაციითაა დაკავებული ჯანმოში, ხელი მოაწეროს რიგ დოკუმენტებს, წარმოადგინოს დამატებითი საბუთები“, — თქვა მან.
მინისტრის თქმით, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა, რომელსაც რუსი მინისტრი გუშინ შეხვდა, დაადასტურა, რომ „შემდგომი მუშაობისთვის“ დაბრკოლებები არ არსებობს.
17 სექტემბერი 2021, 11:37
გარდა ამისა, მურაშკომ აღნიშნა, რომ აშშ დაინტერესებულია ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატების ურთიერთაღიარებით, და რომ ამ მიმართულებით წინსვლაა მოსალოდნელი.
ამ დროისათვის ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ხუთი ვაქცინაა რეგისტრირებული. აქედან პირველია „სპუტნიკ V“, რომელიც გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით. ვაქცინა ფართოდ გამოიყენება მასობრივი იმუნიზაციისთვის, ის უკვე 70 ქვეყანაშია დამტკიცებული.
გარდა ამისა, რუსეთში შექმინილია კიდევ ერთი ვაქცინა „ეპივაკკორონა“ (ცენტრი „ვექტორი) და „კოვივაკი ( ჩუმაკოვის სახელობის ცენტრი).
რევაქცინაციისთვის რეკომენდებულია ვაქცინა „სპუტნიკ ლაითი“ — „სპუტნიკ V-ის“ გამარტივებული ვერსია, რომელიც ერთჯერადად შეიყვანება ორგანიზმში.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე დაარეგისტრირა „ეპივაკკორონა-Н“ — მისი მოქმედი ნივთიერება იგივეა, რაც „ეპივაკკორონასი“, თუმცა ისინი სხვადასხვაგვარად სინთეზირდება.
მიმდინარე წლის ივლისში რეგულატორმა ასევე გასცა ნებართვა სანქტ-პეტერბურგის ვაქცინების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვაქცინებისა და შრატების ფედერალური მედიკო-ბიოლოგიური სააგენტოს პრეპარატის კლინიკურ კვლევებზე.