https://sputnik-georgia.com/20210917/mecnierebma-deltas-winaagmdeg-sputnikv-epeqturoba-daamtkices-259666245.html
მეცნიერებმა „დელტას“ წინააღმდეგ „სპუტნიკ V“-ს მაღალი ეფექტურობა დაამტკიცეს
მეცნიერებმა „დელტას“ წინააღმდეგ „სპუტნიკ V“-ს მაღალი ეფექტურობა დაამტკიცეს
Sputnik საქართველო
კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა რუსეთში 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს. 17.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-17T11:37+0400
2021-09-17T11:37+0400
2021-09-17T16:56+0400
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715561_0:218:3072:1946_1920x0_80_0_0_4c4b8feb6297e9e0a5e4ccc2b4bb4685.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V" „დელტა“ შტამის წინააღმდეგ უფრო ეფექტურია, ვიდრე AstraZeneca-ს და Sinopharm-ის პრეპარატები, წერს გაზეთი La Nacion კორდობის ეროვნული უნივერსიტეტის (არგენტინა) კვლევებზე დაყრდნობით.სპეციალისტებმა შეისწავლეს კორონავირუსგადატანილთა, ასევე AstraZeneca-ს, Sinopharm-ის და „სპუტნიკ V"-ს ვაქცინებით ორჯერადად აცრილთა პლაზმის 309 ნიმუში.„დელტა“ შტამი ვირუსის თავდაპირველ ვარიანტზე დაახლოებით ორჯერ უფრო აგრესიულია და მუტაციას განაგრძობს. ჯანმომ იგი „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტს მიაკუთვნა.„დელტასთან“ ერთად ამ ჩამონათვალში შესულია „ალფა“ (ბრიტანული), „ბეტა“ (სამხრეთაფრიკული) და „გამა“ (ბრაზილიური) შტამები.გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორის თქმით, ანტისხეულების მარაგი, რომელიც „სპუტნიკ V“-თი ვაქცინაციის შედეგად ჩნდება, საკმაოდ მაღალია, რათა თავი დავიცვათ დღეს ყველასთვის ცნობილი კორონავირუსის ვარიანტებისგან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715561_125:0:2856:2048_1920x0_80_0_0_613ace9623be6cc9f4a71108eba276c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები
მეცნიერებმა „დელტას“ წინააღმდეგ „სპუტნიკ V“-ს მაღალი ეფექტურობა დაამტკიცეს
11:37 17.09.2021 (განახლებულია: 16:56 17.09.2021) კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა რუსეთში 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V" „დელტა“ შტამის წინააღმდეგ უფრო ეფექტურია, ვიდრე AstraZeneca-ს და Sinopharm-ის პრეპარატები, წერს გაზეთი
La Nacion კორდობის ეროვნული უნივერსიტეტის (არგენტინა) კვლევებზე დაყრდნობით.
სპეციალისტებმა შეისწავლეს კორონავირუსგადატანილთა, ასევე AstraZeneca-ს, Sinopharm-ის და „სპუტნიკ V"-ს ვაქცინებით ორჯერადად აცრილთა პლაზმის 309 ნიმუში.
„კორონავირუსის ინდური ვარიანტის გამანეიტრალებელი ანტისხეულების ყველაზე მაღალი ტიტრი აღმოაჩნდათ მათ, ვინც ვირუსი ადრე გადაიტანა და „სპუტნიკ V“-ს ორივე დოზით არის აცრილი. შემდეგ მოდიან ისინი, ვინც რუსული ვაქცინა ორი დოზით მიიღო, მაგრამ ადრე კორონავირუსი არ გადაუტანია. ყველაზე ნაკლები დაცვა ჰქონდათ მათ, ვინც Sinopharm-ის ორი დოზით აიცრა (ვირუსი არ ჰქონდათ გადატანილი)“, – ნათქვამია კვლევაში.
„დელტა“ შტამი ვირუსის თავდაპირველ ვარიანტზე დაახლოებით ორჯერ უფრო აგრესიულია და მუტაციას განაგრძობს. ჯანმომ იგი „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტს მიაკუთვნა.
„დელტასთან“ ერთად ამ ჩამონათვალში შესულია „ალფა“ (ბრიტანული), „ბეტა“ (სამხრეთაფრიკული) და „გამა“ (ბრაზილიური) შტამები.
გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორის თქმით, ანტისხეულების მარაგი, რომელიც „სპუტნიკ V“-თი ვაქცინაციის შედეგად ჩნდება, საკმაოდ მაღალია, რათა თავი დავიცვათ დღეს ყველასთვის ცნობილი კორონავირუსის ვარიანტებისგან.