როგორ მუშაობენ სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი კოოპერატივები

© Sputnik / STRINGERრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა სოფლის განვითარების სააგენტომ 2013 წლიდან დაიწყო.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი 26 კოოპერაციული საწარმოს მიერ წელს 3 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა სახელმწიფომ 2013 წლიდან დაიწყო. პროგრამები მოიცავს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდაჭერას; მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიმართულებით გაცემული თანადაფინანსება 12,4 მლნ ლარს აჭარბებს”, – თქვა ილია თამარაშვილმა.

თამარაშვილი დღეს კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ლევან ლილუაშვილთან ერთად „მეღვინეობა ბახტრიონის“ კოოპერაციულ საწარმოში იმყოფებოდა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მეღვინეობა ბახტრიონის“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ახმეტის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა.
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერატივი ღვინოს ექსპორტზე შვედეთში გაიტანს
„მეღვინეობა ბახტრიონი“ 20 მეპაიეს აერთიანებს. კოოპერატივის წევრთა მფლობელობაში 21 ჰექტარი ვენახია. ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად ჯამში 1 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 500 ათასი ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. კოოპერაციული საწარმოში წელს პირველად 100 ტონა ყურძენი გადამუშავდა.
ლევან ლილუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0