როგორ გრძნობს თავს სააკაშვილი? პენიტენციური სამსახურის განცხადება

© AFP 2024 / JOHN THYSმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
ოფიციალური უწყება უარყოფს ცნობებს იმის თაობაზე, თითქოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 34-ე დღეა შიმშილობს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი დაწესებულების მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ციხეში კლინიკა „ვივამედიდან“ ანგიოლოგის მისვლის საკითხს, იგი დაწესებულებაში შევიდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციით, რადგან ის თავად არ არის ამ დარგის სპეციალისტი.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ასევე პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო სააკაშვილის მიერ წარსულში კოვიდ-ინფექციის მძიმე ფორმით გადატანის შესახებ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
მხოლოდ არა დისტანციურად – სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს
სააკაშვილი 34-ე დღეა შიმშილობს. ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად საუბრობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილიან კლინიკაში. ხელისუფლება სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზეა თანახმა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გასამართლებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ყველა ახალი ამბავი
0