https://sputnik-georgia.com/20211103/distanciur-ara-saakashvili-procesze-daswrebas-itxovs-261753654.html
მხოლოდ არა დისტანციურად – სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს
მხოლოდ არა დისტანციურად – სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს
Sputnik საქართველო
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს არის ჩანიშნული. 03.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-03T16:35+0400
2021-11-03T16:35+0400
2021-11-03T21:04+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250275229_0:141:3138:1906_1920x0_80_0_0_a9bd545ab2121eef6172691b3cae32ba.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თუ სასამართლოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესის დისტანციურად გამართვაზე იქნება შემოთავაზება, დაცვის მხარე უარს იტყვის, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან.საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასთან დაკავშირებით ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ეს კიდევ ერთი საქმეა სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს შორის. ორ საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.ადვოკატის თქმით, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება სურს.ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს.სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს არის ჩანიშნული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250275229_204:0:2935:2048_1920x0_80_0_0_d13fd1917b03f9f80426d3bbad06db26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
მხოლოდ არა დისტანციურად – სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს
16:35 03.11.2021 (განახლებულია: 21:04 03.11.2021) სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს არის ჩანიშნული.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თუ სასამართლოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესის დისტანციურად გამართვაზე იქნება შემოთავაზება, დაცვის მხარე უარს იტყვის, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასთან დაკავშირებით ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ეს კიდევ ერთი საქმეა სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს შორის. ორ საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
ადვოკატის თქმით, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება სურს.
„34 დღე გავიდა (სააკაშვილის დაკავების დღიდან), სასამართლო პროცესი კი მის საქმეზე ჯერ არ გამართულა. მას თავისუფალი სასამართლოს უფლება წაართვეს. თუ სასამართლოს დისტანციურად გამართვას ეცდებიან, ჩვენ უარს ვიტყვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ პროცესი „ლაივში“ უნდა ჩაატარონ“, – განაცხადა გელხაურმა.
ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს.
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს არის ჩანიშნული.