Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანდაცვის სამინისტროში ე.წ. მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების პროტოკოლზე იმსჯელეს

© Government of Georgiaთამარ გაბუნია
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
საქართველომ გერმანიისგან 3 ათას დოზაზე მეტი „კასირივიმაბი" და „იმდევიმაბი" გუშინ მიიღო.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ჰოსპიტალიზებული კოვიდ-პაციენტების სამკურნალოდ ანტივირუსული მედიკამენტების, ე.წ. მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების პროტოკოლი შემუშავებულია, განაცხადა ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ორი ანტივირუსული მედიკამენტი „კასირივიმაბი“ და „იმდევიმაბი“ საქართველოს გერმანიის მთავრობამ გადმოსცა. ამ დროისათვის პრეპარატები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ინახება.
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
გერმანიამ საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები გადასცა
გაბუნიას თქმით, მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება მოხდება იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც სხვა პაციენტებთან შედარებით დამძიმების უფრო მაღალი რისკი აქვთ. ესაა 65 წელს ზემოთ პირები, თანმხლები დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ჭარბი წონის მქონე ადამიანები.

„კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ, რა პროტოკოლით გამოვიყენებთ მონოკლონურ ანტისხეულებს, რომელიც ქვეყანამ დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან მიიღო. პრეპარატებს მიიღებენ ის კლინიკები, რომლებიც ჩართული არიან კოვიდ-პაციენტების მართვაში. უკვე გაწერილია მოხმარების დეტალური ინსტრუქცია, რომელიც კლინიკებს უახლოეს დღეებში გადაეცემათ“, – განაცხადა გაბუნიამ.

ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები იმუნური სისტემის ერთ-ერთი საშუალებაა – ორგანიზმში უცხო ნივთიერებებს ანტისხეულების გამოყენებით შეუტიოს.
მონოკლონურ ანტისხეულებს სხვადასხვა დაავადების დროს იყენებენ. ეს ანტისხეულები აბსოლუტური სიზუსტით იღებენ სამიზნეს და ანადგურებენ მას. კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები უკვე შექმნილია და მისი მიზანია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის ნეიტრალიზება. ამ ანტისხეულების გამოცდა აშშ-სა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. საქართველო კლინიკური ცდების მონაწილე ქვეყნების სიაში ამერიკელი მეცნიერის, იმუნოლოგისა და ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით მოხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0