https://sputnik-georgia.com/20211103/gabunia-inficirebulebis-martva-savele-resursebis-garesea-sesazlebeli-261767692.html
გაბუნია: ინფიცირებულთა ნაკადის მართვა საველე რესურსების გარეშეა შესაძლებელი
გაბუნია: ინფიცირებულთა ნაკადის მართვა საველე რესურსების გარეშეა შესაძლებელი
Sputnik საქართველო
გაბუნია განმარტავს, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების ნაკადის მართვა შესაძლებელი იქნება, თუმცა პარალელურად უნდა... 03.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-03T18:51+0400
2021-11-03T18:51+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736389_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_da37f400c090262b30f91db5dbeb727b.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაკადის მართვა ჯერჯერობით დამატებითი საველე რესურსების მობილიზების გარეშეა შესაძლებელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.მისი აზრით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაძლებლობა იქნება, თუმცა პარალელურად ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელოვნად გაზრდაც აუცილებელია.თამარ გაბუნიას თქმით, კლინიკურ საბჭოზე სხდომის წევრებმა ახალი მედიკამენტის დანერგვის ხელშეწყობა განიხილეს. ორი ანტივირუსული მედიკამენტი „კასირივიმაბი“ და „იმდევიმაბი“ საქართველოს გერმანიის მთავრობამ გადმოსცა. ამ დროისათვის პრეპარატები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ინახება.„კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა იმაზე, თუ რა პროტოკოლით მოხდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, რომელიც ქვეყანამ დონაციის სახით მიიღო. ის ქვეყანაშია უკვე და მზად ვართ გამოყენება დავიწყოთ”, – აღნიშნა გაბუნიამ.მინისტრის მოადგილემ მანამდე განაცხადა, რომ მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება მოხდება იმ პაციენტებთან, რომელთაც სხვებთან შედარებით დამძიმების უფრო მაღალი რისკი აქვთ. ესაა 65 წელს ზემოთ პირები, თანმხლები დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ჭარბი წონის მქონე ადამიანები.3 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.986.729 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.040.022 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36.6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 944.520 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33.1%. 2 ნოემბერს აიცრა 3.868 ადამიანი.სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირების 6.024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 49 ადამიანი.ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 735.965 შემთხვევა დაფიქსირდა.
https://sputnik-georgia.com/20211103/monoklonuri-antisxeulebis-gamoyenebis-protokoli-gansazgvres-261759176.html
https://sputnik-georgia.com/20211103/buster-dozit-acraze-zgvari-sheizleba-gauqmdes-261757781.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736389_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_984992ee68bb823a4afb24cde205e06b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
გაბუნია: ინფიცირებულთა ნაკადის მართვა საველე რესურსების გარეშეა შესაძლებელი
18:51 03.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) გაბუნია განმარტავს, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების ნაკადის მართვა შესაძლებელი იქნება, თუმცა პარალელურად უნდა გაიზარდოს ვაქცინაციის პროცესი.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაკადის მართვა ჯერჯერობით დამატებითი საველე რესურსების მობილიზების გარეშეა შესაძლებელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისი აზრით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაძლებლობა იქნება, თუმცა პარალელურად ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელოვნად გაზრდაც აუცილებელია.
„იმატებს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა – 330-ს გადააჭარბა ამ დილის მდგომარეობით. ჯერჯერობით მართვა შესაძლებელია დამატებითი საველე რესურსის მობილიზების გარეშე. ბინაზე ბევრი პაციენტი მკურნალობს. ასევე ჯერჯერობით კიდევ არის კოვიდ-სასტუმროების რესურსი, რომელიც ამ ეტაპზე მინიმალურადაა დატვირთული“, – განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას თქმით, კლინიკურ საბჭოზე სხდომის წევრებმა ახალი მედიკამენტის დანერგვის ხელშეწყობა განიხილეს. ორი ანტივირუსული მედიკამენტი „კასირივიმაბი“ და „იმდევიმაბი“ საქართველოს გერმანიის მთავრობამ გადმოსცა. ამ დროისათვის პრეპარატები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ინახება.
„კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა იმაზე, თუ რა პროტოკოლით მოხდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, რომელიც ქვეყანამ დონაციის სახით მიიღო. ის ქვეყანაშია უკვე და მზად ვართ გამოყენება დავიწყოთ”, – აღნიშნა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ მანამდე განაცხადა, რომ მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება მოხდება იმ პაციენტებთან, რომელთაც სხვებთან შედარებით დამძიმების უფრო მაღალი რისკი აქვთ. ესაა 65 წელს ზემოთ პირები, თანმხლები დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ჭარბი წონის მქონე ადამიანები.
3 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.986.729 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.040.022 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36.6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 944.520 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33.1%. 2 ნოემბერს აიცრა 3.868 ადამიანი.
სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირების 6.024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 49 ადამიანი.
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 735.965 შემთხვევა დაფიქსირდა.