მისცემენ თუ არა შანსს პატარა პარტიებს? ვნებათაღელვა საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ

© photo: Sputnikპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღოს.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამსვლელი ბარიერის დაწევის მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობს.
საქართველოს კონსტიტუციის ამჟამად მოქმედი რედაქციით, 2024 წელს პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. თუმცა, თვითმმართველობის არჩევნებამდე საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი ორი მოწვევის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2%-მდე დაწევის შესახებ.
გამოაცხადეთ ბოიკოტი, უარი არ თქვათ სადეპუტატო მანდატებზე – სააკაშვილი თანაპარტიელებს>>>
ახლა, თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისა და პარლამენტიდან ოპოზიციის შესაძლო წასვლის შემდეგ, მმართველი გუნდი დაფიქრდა იმაზე, ღირს თუ არა ბარიერის დაწევა და საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ მიღება.

„პარლამენტი იმსჯელებს ამ თემაზე და მსჯელობის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. პირველ რიგში, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისთვის საჭირო“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ცვლილებების მიღება რომც არ მოხდეს, ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს არ შეუშლის.
„5%-იანი ბარიერით პროპორციული სისტემა სავსებით ლეგიტიმური და სწორია, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება“, – განაცხადა კობახიძემ.
ვის სჭირდება დაბალი ბარიერი
თუ ბოლო არჩევნების შედეგებს შევხედავთ, დაბალი ბარიერი არ სჭირდება არც „ქართულ ოცნებას“ და არც მის მთავარ კონკურენტ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ორივე პარტიას საკმაო რესურსი და მომხრე ჰყავს იმისთვის, რომ ეს ბარიერი გადალახოს.
თეთრი სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
არჩევნები 2021
ამერიკის საელჩო არჩევნების მეორე ტურზე: კარგად ორგანიზებული, მაგრამ...
კიდევ ერთი პარტია, რომელსაც ბარიერის გადალახვის თეორიული შანსი აქვს, არის ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც დაარსებიდან ოთხი თვის შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე 7,8% მიიღო.
გაცილებით ცუდი მდგომარეობა აქვთ სხვა პარტიებს. ბოლო არჩევნების შედეგებით, 2%-იანი ბარიერი მხოლოდ ერთმა პარტიამ – „ლელო საქართველოსთვის“ გადალახა.
დანარჩენი პარტიების რეიტინგი, ბოლო საარჩევნო ბიულეტენში კი მათი რაოდენობა 31 იყო, 0,1%-დან 1,6%-მდე მერყეობს.
ყველა ახალი ამბავი
0