https://sputnik-georgia.com/20211103/berznul-romauli-widaoba-qartveli-axalgazrdebis-morigi-oqro-belgradidan-261775566.html
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველი ახალგაზრდების მორიგი ოქრო ბელგრადიდან
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველი ახალგაზრდების მორიგი ოქრო ბელგრადიდან
Sputnik საქართველო
ქართველ 23-წლამდელთა ნაკრებმა ბელგრადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 03.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-03T23:44+0400
2021-11-03T23:44+0400
2021-11-04T00:22+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/15/252079035_0:99:1896:1166_1920x0_80_0_0_0cfb5f4f988fe8526cb5dbaebea0f8d6.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე აივენგო რიკაძემ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) ოქროს მედალი მოიპოვა.აივენგო რიკაძემ, რომელიც 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალურ ეტაპზე შვეიცარიელი რამონ რაინერ ბეტშარტი დამაჯერებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავე ტურნირში გუშინ ჩაერთო და პირველ ეტაპზე ესტონელი რანეტ კალიოლა ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აივენგო რიკაძემ მეორე ეტაპზე ოტო ემელი ჩამოიცილა (9:0), ხოლო შემდეგ რუს შამილ ოჟაევს სძლია (5:3).დღეს იასპარეზეს ფრიდონ აბულაძემ (60კგ) და ჯონი ხეცურიანმაც (67კგ). აბულაძემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უზბეკეთის წარმომადგენელი მუხამადკოდირ იუსიპოვთან გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ხეცურიანსაც, რომელიც რუს მეჰდი იახიაევთან ანგარიშით 1:5 დამარცხდა.საქართველოს ბერძნულ-რომაელთა 23-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობა სამი მედლით დაასრულა. აივენგო რიკაძის მსგავსად გუშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლერი აბულაძე ავიდა (63 კგ.). 5-7 ნოემბერს საჭიდაოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ და საქართველოს სრული – 10-კაციანი გუნდი ეყოლება.
https://sputnik-georgia.com/20211102/berznul-romauli-widaoba-qartveli-falavani-axalgazrduli-msoflio-cempionatis-gamarjvebulia-261736899.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/15/252079035_105:0:1790:1264_1920x0_80_0_0_d62190079d7512e538dea6e4380c398d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველი ახალგაზრდების მორიგი ოქრო ბელგრადიდან
23:44 03.11.2021 (განახლებულია: 00:22 04.11.2021) ქართველ 23-წლამდელთა ნაკრებმა ბელგრადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე აივენგო რიკაძემ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) ოქროს მედალი მოიპოვა.
აივენგო რიკაძემ, რომელიც 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალურ ეტაპზე შვეიცარიელი რამონ რაინერ ბეტშარტი დამაჯერებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავე ტურნირში გუშინ ჩაერთო და პირველ ეტაპზე ესტონელი რანეტ კალიოლა ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აივენგო რიკაძემ მეორე ეტაპზე ოტო ემელი ჩამოიცილა (9:0), ხოლო შემდეგ რუს შამილ ოჟაევს სძლია (5:3).
დღეს იასპარეზეს ფრიდონ აბულაძემ (60კგ) და ჯონი ხეცურიანმაც (67კგ). აბულაძემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უზბეკეთის წარმომადგენელი მუხამადკოდირ იუსიპოვთან გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ხეცურიანსაც, რომელიც რუს მეჰდი იახიაევთან ანგარიშით 1:5 დამარცხდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაელთა 23-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობა სამი მედლით დაასრულა. აივენგო რიკაძის მსგავსად გუშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლერი აბულაძე ავიდა (63 კგ.). 5-7 ნოემბერს საჭიდაოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ და საქართველოს სრული – 10-კაციანი გუნდი ეყოლება.