https://sputnik-georgia.com/20211102/berznul-romauli-widaoba-qartveli-falavani-axalgazrduli-msoflio-cempionatis-gamarjvebulia-261736899.html
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველი ფალავანი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველი ფალავანი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია
Sputnik საქართველო
ოქტომბერში ქართველმა მოჭიდავემ მოზრდილთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, აპრილში კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. 02.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-02T23:51+0400
2021-11-02T23:51+0400
2021-11-02T23:51+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261736316_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_97585b4e74345445e1e2ded586dfe66a.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძემ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ამ დღეებში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) ოქროს მედალი მოიპოვა.63 კგ-მდე წონით კატეგორიაში შეჯიბრების ფინალში აბულაძემ თურქი ახმეტ უიარი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.აბულაძისთვის ეს უკვე მესამე კვარცხლბეკია მიმდინარე სეზონში დიდ შეჯიბრებებზე. ოქტომბერში ქართველმა მოჭიდავემ მოზრდილთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, აპრილში კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის ბრინჯაოს მედლის მოპოვება ნიკოლოზ ჭიკაიძეს შეეძლო. მაგრამ 77 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველი მოჭიდავე რუს სერგეი სტეპანოვთან ანგარიშით 0:10 დამარცხდა.ხვალ, 3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება. 82 კგ-მდე კატეგორიის ფინალში აივენგო რიკაძე შვეიცარიელ რამონ ბეტშარტს დაუპირისპირდება.
https://sputnik-georgia.com/20211010/berznul-romauli-stilit-widaoba-qartvelebma-msoflio-cempionatze-ori-medali-moipoves-260419755.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261736316_46:0:1187:856_1920x0_80_0_0_cda84c0999645a1b86266c99bd2b4af8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველი ფალავანი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია
ოქტომბერში ქართველმა მოჭიდავემ მოზრდილთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, აპრილში კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძემ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ამ დღეებში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) ოქროს მედალი მოიპოვა.
63 კგ-მდე წონით კატეგორიაში შეჯიბრების ფინალში აბულაძემ თურქი ახმეტ უიარი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
აბულაძისთვის ეს უკვე მესამე კვარცხლბეკია მიმდინარე სეზონში დიდ შეჯიბრებებზე. ოქტომბერში ქართველმა მოჭიდავემ მოზრდილთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, აპრილში კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის ბრინჯაოს მედლის მოპოვება ნიკოლოზ ჭიკაიძეს შეეძლო. მაგრამ 77 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველი მოჭიდავე რუს სერგეი სტეპანოვთან ანგარიშით 0:10 დამარცხდა.
ხვალ, 3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება. 82 კგ-მდე კატეგორიის ფინალში აივენგო რიკაძე შვეიცარიელ რამონ ბეტშარტს დაუპირისპირდება.