ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა: ქართველებმა მსოფლიო ჩემიონატზე ორი მედალი მოიპოვეს

© courtesy of GeoWrestlingლერი აბულაძე
ლერი აბულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გამოწერა
ამ დროისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების აქტივშია ოთხი მედალი - ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ლერი აბულაძემ და რამაზ ზოიძემ ოსლოში მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს მედლები მოუტანეს.
აბულაძე 63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო ზოიძე - 67 კილოგრამამდე კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი. აბულაძე ფინალში ირანის წარმომადგენელ მეისამ დალჰანისთან დამარცხდა (4:5), ხოლო ზოიძემ აზერბაიჯანის წარმომადგენელ ასრათ ჯაფაროვს მოუგო - 8:0.
ამგვარად, ამ დროისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების აქტივშია ოთხი მედალი - ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. მანამდე კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ ნუგზარ წურწუმია (-55 კგ) და იაკობ ქაჯაია (-130 კგ).
საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედლის აღების შანსი აქვს. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლაშა გაბაძე (-87 კგ) დანიის წარმომადგენელს - ტურპან ბისულთანოვს დაუპირისპირდება.
ყველა ახალი ამბავი
0