Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

49 გარდაცვლილი: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 6.024-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 732.965-ს მიაღწია.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 6.024 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 2.237 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 1.148, კახეთი – 553, შიდა ქართლი – 508, ქვემო ქართლი – 417, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 401, აჭარა – 229, გურია – 183, სამცხე-ჯავახეთი – 163, მცხეთა-მთიანეთი – 124, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 61.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.818 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 673.640-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
6 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 49 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.185-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 49.114 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.546 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.490, იმერეთში – 1.413, აჭარაში – 529.
1.588 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 337 პირი, მათგან თბილისში – 183, აჭარაში – 40, იმერეთში – 33. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.091 ადამიანი, მათ შორის 686 – თბილისში, 206 – აჭარაში. 41.477 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 33 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – ორი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36.770 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 6.024-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 732.965-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0