Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

6 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

© photo: AFP 2020 / Kirsty Wigglesworthლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 673.640 ადამიანი; ჩატარებულია 1.986.729 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.868 ადამიანი.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 6.024-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 732.965-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 673.640 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.818), გარდაიცვალა – 10.185 (ბოლო 24 საათში – 49). კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.546 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.091 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 58.291 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36. 465, PCR–ტესტით – 21.826.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,33%, ბოლო 14 დღის – 9,13%, ბოლო 7 დღის – 9,46%.
სულ ჩატარებულია 1.986.729 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.868 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0