საქართველო საგანმანათლებლო თამაშების საერთაშორისო ჰაკათონს უერთდება

© Pixabay / Pexelsადამიანი კომპიუტერთან
ადამიანი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს 14 წელს ზემოთ: სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და ნებისმიერს, ვინც დაინტერესებულია ციფრული განათლებით.
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საქართველო შეუერთდება საერთაშორისო პროექტ DigiEduHack–ის საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე წლის 9-10 ნოემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
DigiEduHack – ეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ევროპული ინსტიტუტის (EIT) ინიციატივაა ციფრული განათლების სფეროში ევროკომისიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიების მიზანი განათლებისთვის უკეთესი მომავლის შექმნაა. ჰაკათონი 2019 წლიდან იმართება.
ჰაკათონის მიმდინარეობისას მისი მონაწილეები ქმნიან საგანმანათლებლო თამაშებს და იგონებენ ამოცანების გადაჭრის ორიგინალურ გზებს. ადგილობრივი ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს მიეცემა შესაძლებლობა, წარადგინოს თავისი იდეა DigiEduHack–ის ოფიციალურ საიტზე, სადაც მას საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ. საბოლოო გლობალური გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება.
რეჟისორი ბუბა გოგიბერიძე ფილმის გადასაღებ პავილიონზე
 - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
„მოვა დრო და ადამიანი გაერიყება ციფრულ ცხოვრებას“ – ქართველი რეჟისორის გერმანული აღიარება
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი: „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” და ინოვაციური განათლების ფონდი.
2021 წელს ჰაკათონის მთავარ ეტაპს სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა მასპინძლობს, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კვლევით ცენტრთან (IRCAI) თანამშრომლობით.
ჰაკათონი მოუწოდებს მონაწილეებს, შეიმუშაონ საინტერესო გადაწყვეტები და შექმნან პროტოტიპები სხვადასხვა თემატიკაზე საგანმანათლებლო მიმართულებით.
წლევანდელ ჰაკათონში მონაწილეები რამდენიმე მიმართულების არჩევას შეძლებენ. ესენია: აპლიკაციის/პლატფორმის შექმნა; კომპიუტერული/სამაგიდო თამაშის შექმნა; მონაცემთა დამუშავება.
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი დაარსდება
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, ვინაიდან გუნდებმა, ან ინდივიდუალურმა პირმა იდეა DigiEduHack–ის ოფიციალურ საიტზე უნდა წარადგინოს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ბმულზე 4 ნოემბრამდე.
ადგილობრივ ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება თავისი იდეა წარადგინოსDigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები და საბოლოო, გლობალური გამარჯვებული ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.
ყველა ახალი ამბავი
0