https://sputnik-georgia.com/20211102/saakasvilis-mxardamwerta-nawili-cixestan-rames-gaatenebs-261735462.html
სააკაშვილის მხარდამჭერთა ნაწილი ციხესთან ღამეს გაათენებს
სააკაშვილის მხარდამჭერთა ნაწილი ციხესთან ღამეს გაათენებს
Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობა“ სხვა პარტიებთან კოალიციაში აპროტესტებს არჩევნების მეორე ტურის შედეგებს, გარდა ამისა ის მოითხოვს ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას, რომელიც ერთ თვეზე... 02.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-02T21:53+0400
2021-11-02T21:53+0400
2021-11-02T21:53+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261731193_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_73963defdd3b231ecb5841ff857a6c6d.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. აქციის მონაწილეთა ნაწილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის ციხესთან ღამის გათენებას აპირებს.ამ დროისთვის ციხესთან რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება.მანამდე „ნაცმოძრაობამ“ ამ კვირაში რამდენიმე აქცია დააანონსა. პირველი აქცია გაიმართა ბათუმში, ლიდერები ასევე გამართავენ აქციებს ქუთაისსა და ზუგდიდში და უკვე შაბათს გაიმართება მთავარი საპროტესტო აქცია - თბილისში, რუსთაველის გამზირზე.პარალელურად დააანონსდა ყოველდღიური აქციები რუსთავის ციხესთან, სადაც სააკაშვილი იმყოფება.„ნაცმოძრაობა“ სხვა პარტიებთან კოალიციაში აპროტესტებს არჩევნების მეორე ტურის შედეგებს, გარდა ამისა ის მოითხოვს ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას, რომელიც ერთ თვეზე მეტი ხანია ციხეშია.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს. მისი შიმშილობა 33-ე დღეა გრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20211102/opozicia-batumsi-mravalatasian-mitings-martavs-261732859.html
https://sputnik-georgia.com/20211102/rustavis-cixestan-aqciebi-yoveldriurad-gaimarteba-261733246.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261731193_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_d556f13f9523d9e60e6c69f9f52abf02.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის მხარდამჭერთა ნაწილი ციხესთან ღამეს გაათენებს
„ნაცმოძრაობა“ სხვა პარტიებთან კოალიციაში აპროტესტებს არჩევნების მეორე ტურის შედეგებს, გარდა ამისა ის მოითხოვს ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას, რომელიც ერთ თვეზე მეტი ხანია ციხეშია.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. აქციის მონაწილეთა ნაწილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის ციხესთან ღამის გათენებას აპირებს.
ამ დროისთვის ციხესთან რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება.
„ჩვენ აღარაფერი დაგვრჩენია პროტესტის გარდა, მხოლოდ ეს არის ჩვენს არსენალში და ამით უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება", - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კაპანაძემ.
მანამდე „ნაცმოძრაობამ“ ამ კვირაში რამდენიმე აქცია დააანონსა. პირველი აქცია გაიმართა ბათუმში, ლიდერები ასევე გამართავენ აქციებს ქუთაისსა და ზუგდიდში და უკვე შაბათს გაიმართება მთავარი საპროტესტო აქცია - თბილისში, რუსთაველის გამზირზე.
პარალელურად დააანონსდა ყოველდღიური აქციები რუსთავის ციხესთან, სადაც სააკაშვილი იმყოფება.
„ნაცმოძრაობა“ სხვა პარტიებთან კოალიციაში აპროტესტებს არჩევნების მეორე ტურის შედეგებს, გარდა ამისა ის მოითხოვს ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას, რომელიც ერთ თვეზე მეტი ხანია ციხეშია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს. მისი შიმშილობა 33-ე დღეა გრძელდება.