https://sputnik-georgia.com/20211102/puskinis-institutma-wlis-sityva-daasaxela-sputniki-261722361.html
„სპუტნიკი“ – პუშკინის ინსტიტუტმა წლის სიტყვა დაასახელა
„სპუტნიკი“ – პუშკინის ინსტიტუტმა წლის სიტყვა დაასახელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. პუშკინის სახელობის რუსული ენის ინსტიტუტმა 2021 წლის სიტყვა დაასახელა. ეს არის სიტყვა „სპუტნიკი“, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო... 02.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-02T14:42+0400
2021-11-02T14:42+0400
2023-08-17T12:44+0400
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23375/30/233753073_125:837:3245:2592_1920x0_80_0_0_b612644701725e3265f2108765cb1e21.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. პუშკინის სახელობის რუსული ენის ინსტიტუტმა 2021 წლის სიტყვა დაასახელა. ეს არის სიტყვა „სპუტნიკი“, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ინსტიტუტის პრორექტორმა, პროექტ „წლის სიტყვის“ ხელმძღვანელმა მიხაილ ოსადჩიმ.ინსტიტუტი ყოველწლიურად აჯამებს პროექტის შედეგებს რუსულენოვან საინფორმაციო საშუალებებსა (როგორც რუსეთში, ისე უცხოეთში მოქმედ) და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით.მეორე ადგილი დაიკავა სიტყვამ „ავღანეთი“ − მიმდინარე წელს მას 6,5-ჯერ უფრო ხშირად იყენებდნენ, რაც ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების განხილვებითაა გამოწვეული.მესამე ადგილზეა სიტყვათშეთანხმება „ჩრდილოეთის ნაკადი“, რომლის გამოყენების სიხშირე 5-ჯერ გაიზარდა.მეოთხე ადგილი სიტყვა „აღწერას“ (перепись), ხოლო მეხუთე „იმპიჩმენტს“ ერგო.გარდა ამისა, გახშირდა სიტყვა „QR-კოდის“ (ოთხჯერ), „ანტიამცრელის“ (антипрививочник) და ასევე „ანტივაქსერის“ გამოყენებაც, შესაბამისად, 3-ჯერ და 2,7-ჯერ.„ჩამონათვალში ასევე შედის სიტყვები, რომლებიც ჩვენ 2021 წლის საკვანძო სიტყვებად ვაღიარეთ, მაგრამ მათი გამოყენების სიხშირე გასული ოთხი წლის ფონზე დაეცა. ესენია: „არჩევნები“, „არამუშა“ (нерабочий) და „სიკვდილიანობა“, − აღნიშნა ოსადჩიმ.პროექტის ხელმძღვანელის თქმით, სიტყვა „არჩევნები“ რეკორდებს ხსნიდა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების პერიოდში 2020 წლის ნოემბერში. აღმოჩნდა, რომ რუსულენოვანი საზოგადოება ამ თემას უფრო აქტიურად განიხილავდა, ვიდრე რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს. იგივე ვითარებაა სიტყვებთან „არამუშა“ და „სიკვდილიანობასთან“ დაკავშირებითაც.
https://sputnik-georgia.com/20161109/erT-sityvaSi-dateuli-aTasi-grZnoba-anu-uanalogo-sasiyvarulo-sityvebi-233753238.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23375/30/233753073_180:0:3636:2592_1920x0_80_0_0_8db4c57d9bfec903a2727e746459cd25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. პუშკინის სახელობის რუსული ენის ინსტიტუტმა 2021 წლის სიტყვა დაასახელა. ეს არის სიტყვა „სპუტნიკი“, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო
РИА Новости-ს ინსტიტუტის პრორექტორმა, პროექტ „წლის სიტყვის“ ხელმძღვანელმა მიხაილ ოსადჩიმ.
ინსტიტუტი ყოველწლიურად აჯამებს პროექტის შედეგებს რუსულენოვან საინფორმაციო საშუალებებსა (როგორც რუსეთში, ისე უცხოეთში მოქმედ) და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით.
„ანალიზის შედეგებით, პირველ ადგილზე გავიდა სიტყვა „სპუტნიკი“. ის 2021 წელს ცხრაჯერ უფრო ხშირად გამოიყენებოდა, ვიდრე წინა წლებში. ეს სიტყვა მტკიცედაა დაკავშირებული რუსული ვაქცინის სახელწოდებასთან. მისი გამოყენების სიხშირის ზრდა განპირობებულია ვაქცინაციის თემასა და უცხოეთში რუსული ვაქცინის აღიარების შესახებ ფართო მსჯელობით“, − განმარტა ოსადჩიმ.
მეორე ადგილი დაიკავა სიტყვამ „ავღანეთი“ − მიმდინარე წელს მას 6,5-ჯერ უფრო ხშირად იყენებდნენ, რაც ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების განხილვებითაა გამოწვეული.
მესამე ადგილზეა სიტყვათშეთანხმება „ჩრდილოეთის ნაკადი“, რომლის გამოყენების სიხშირე 5-ჯერ გაიზარდა.
მეოთხე ადგილი სიტყვა „აღწერას“ (перепись), ხოლო მეხუთე „იმპიჩმენტს“ ერგო.
გარდა ამისა, გახშირდა სიტყვა „QR-კოდის“ (ოთხჯერ), „ანტიამცრელის“ (антипрививочник) და ასევე „ანტივაქსერის“ გამოყენებაც, შესაბამისად, 3-ჯერ და 2,7-ჯერ.
„ჩამონათვალში ასევე შედის სიტყვები, რომლებიც ჩვენ 2021 წლის საკვანძო სიტყვებად ვაღიარეთ, მაგრამ მათი გამოყენების სიხშირე გასული ოთხი წლის ფონზე დაეცა. ესენია: „არჩევნები“, „არამუშა“ (нерабочий) და „სიკვდილიანობა“, − აღნიშნა ოსადჩიმ.
პროექტის ხელმძღვანელის თქმით, სიტყვა „არჩევნები“ რეკორდებს ხსნიდა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების პერიოდში 2020 წლის ნოემბერში. აღმოჩნდა, რომ რუსულენოვანი საზოგადოება ამ თემას უფრო აქტიურად განიხილავდა, ვიდრე რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს. იგივე ვითარებაა სიტყვებთან „არამუშა“ და „სიკვდილიანობასთან“ დაკავშირებითაც.