„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ პარლამენტში სახელი შეიცვალა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის დეპუტატები. გიორგი ვაშაძე
პარლამენტის დეპუტატები. გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
დასახელება შეიცვალა ფრაქციამ, რომელიც ამ ზაფხულს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა შექმნეს.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციამ „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შეიცვალა დასახელება და „რეფორმები ჯგუფი“ გახდა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ფრაქციამ ცვლილებები შეიტანა წესდებაში და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა პარლამენტის ბიუროს.
ფრაქცია 3 ივნისს პარტიების „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რესპუბლიკური პარტია“ წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – ტარიელ ნაკაიძემ და გრიგოლ ვაშაძემ შექმნეს. ფრაქციის თავმჯდომარეა ხათუნა სამნიძე.
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ოფიციალურად არ მიუმართავთ – რას აცხადებენ პარლამენტში
ფრაქციას სახელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც შუამავლის ფუნქციას ასრულებდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში. სწორედ მისი ეგიდით აპრილში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ხელი მოეწერა ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებას.
შეთანხმება პირველ რიგში ეხებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 2022 წელს ჩატარებას იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა. არჩევნები ორ ტურად 2 და 30 ოქტომბერს ჩატარდა, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 46% მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0