გაძვირდება თუ არა გაზი რეგიონებში: სემეკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerგაზის ღუმელი
გაზის ღუმელი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
ქვეყნის რეგიონებში გაზის ტარიფი მოიმატებს მხოლოდ კომერციული მომხმარებლებისთვის და ეს სემეკს არ ეხება, განაცხადეს კომისიაში.
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. მოქალაქეებისთვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეები შეაშფოთა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ (SOCAR Georgia Gas) გადაწყვეტილებამ 1 დეკემბრიდან კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირების თაობაზე. ბუნებრივი გაზის ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 1,15 ლარი გახდება (დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით). ამჟამად ტარიფი ბიზნეს-სექტორისთვის დღგ-ის ჩათვლით 1,10 ლარს შეადგენს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სემეკი განმარტავს, რომ მოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება. როგორც ქალაქ თბილისში შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ასევე რეგიონებში - შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“ დ შპს „ინტერ გაზის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მოქმედი ტარიფები დადგენილია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“, – ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

როგორც სემეკში განმარტავენ, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „ინტერ გაზის“ მიერ გავრცელებული განცხადება ბუნებრივი გაზის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს.
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
ვის უძვირდება გაზი დეკემბრიდან – „სოკარ ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს
„ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკი არ ადგენს ბუნებრივი გაზის მიწოდება/მოხმარების ტარიფებს. კომისია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ადგენს მხოლოდ ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგოც „სოკარ ჯორჯიაში“ განმარტეს, ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. როგორც კომპანიაში განაცხადეს, კომერციული აბონენტებისთვის კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბუნებრივი გაზის ფასი არ შეცვლილა, რაც არ ასახავდა საქართველოს საბაზრო ფასის რეალობას.
ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის.
წელს საქართველოში კომუნალური გადასახადები ერთხელ უკვე გაძვირდა. 1 ივნისიდან „თბილისი ენერჯიმ“ გაზის ტარიფი გაზარდა. თბილისელები ერთ კუბომეტრ აირში 53,972 თეთრს იხდიან, ნაცვლად მანამდე არსებული 46,138 თეთრისა.
ყველა ახალი ამბავი
0