ბათუმი–ქობულეთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© Roads Department of Georgiaქობულეთის შემოვლითი გზა
ქობულეთის შემოვლითი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ჩაქვი–მახინჯაურის საავტომობილო გზის გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით აიკრალება.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ბათუმი–ქობულეთის გზის საავტომობილო გვირაბში რამდენიმე დღით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ მონაკვეთზე არსებულ ჩაქვი–მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 3 ნოემბრის 00:00 სთ-დან 5 ნოემბრის 00:00 სთ-მდე გვირაბის ქობულეთი–ბათუმის, ხოლო 5 ნოემბრის 00:00 სთ-დან 7 ნოემბრის 00:00 სთ-მდე გვირაბის ბათუმი–ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ქობულეთი–ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი–ქობულეთის მიმართულებაზე, ხოლო ბათუმი–ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი ქობულეთი–ბათუმის მიმართულებით იმოძრავებს.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა და მისი გადართვა განხორციელდება დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ყველა ახალი ამბავი
0