საქართველოში უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ იწყება

© AP Photo / Shakh Aivazovსწავლება
სწავლება - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალები ემზადება უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლებისთვის „დიდგორი 2021“ (ETERNITY 2021), ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებათშორისი სწავლება წელს მერვედ ჩატარდება და, წინა სწავლებებისგან განსხვავებით, მასშტაბური იქნება. მასში სტრატეგიული და ოპერატიული დონის შტაბები, აგრეთვე ამ პროცესთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამხედრო სწავლება - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
საქართველოში დაიწყო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ETERNITY 2021
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა სწავლების სცენარი და მიზნები გააცნო.
სამეთაურო–საშტაბო სწავლება „დიდგორი 2021“ ოფიციალურად 5 ნოემბერს გაიხსნება და ძირითადი ნაწილი 8-12 ნოემბერს ჩატარდება.
უწყების ინფორმაციით, საშტაბო კომპონენტი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), საერთო საჯარისო ცენტრსა და სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში განთავსდება.
სწავლების მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა. სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.
ყველა ახალი ამბავი
0