მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბანანის პროვოკაციული ჭამის გამო: თურქეთი 11 სირიელ ლტოლვილს აძევებს – ვიდეო

CC BY 2.0 / Mike Mozart / Chiquita Bananasბანანები
ბანანები - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
თბილისი, 1 ნოემბერი − Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან იმ შვიდი სირიელის გაძევება გადაწყვიტა, რომლებმაც ინტერნეტით „პროვაკაციული“ ვიდეო გაავრცელეს, იუწყება ქვეყნის მიგრაციის საკითხთა გენერალური დირექტორატი.
საუბარია ვიდეოზე, რომელზეც ასახულია, თუ როგორ მიირთმევენ თურქეთში მცხოვრები სირიელი მამაკაცები ბანანს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო ფლეშმობი, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში ერთ-ერთმა სტამბულელმა მამაკაცმა დაიჩივლა, რომ თავს ბანანის ყიდვის უფლებას ვერ აძლევს მაშინ, როცა სირიელი ლტოლვილები ამ ხილს „კილოგრამობით“ ყიდულობენ და მიირთმევენ.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს არა მარტო თურქეთში, არამედ სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა სირიელებმაც ვიდეოების გადაღება, თუ როგორ ჭამენ ბანანებს.
თურქეთის ხელისუფლებამ ეს პროვოკაციად შეაფასა, ხოლო თურქმა სამართალდამცველებმა ის 11 ლტოლვილი სირიელი დააკავეს, რომლებმაც შესაბამისი ვიდეო ატვირთეს სოციალურ ქსელში. მათ „სიძულვილისა და მტრობის წაქეზებასა და თურქი ხალხის დამცირებაში“ ედებათ ბრალი.
არსებული ცნობით, თურქეთმა 2019 წელს სირიიდან 3,6 მლნ ლტოლვილი მიიღო. მომდევნო წლებში, გამომდინარე ეკონომიკური სირთულეებიდან, თურქეთის მოსახლეობის დამოკიდებულება სირიელი ლტოლვილების მიმართ შესამჩნევად გაუარესდა.
ყველა ახალი ამბავი
0