https://sputnik-georgia.com/20211101/tbilissijorj-balancinis-qoreografiis-saramo-gaimarteba-261701671.html
თბილისში ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიის საღამო გაიმართება
თბილისში ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიის საღამო გაიმართება
Sputnik საქართველო
თეატრი მაყურებელს საკულტო მოცეკვავისა და ბალეტმაისტერის ქორეოგრაფიის საღამოზე იწვევს 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T20:29+0400
2021-11-01T20:29+0400
2021-11-01T23:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23476/54/234765455_599:314:1920:1057_1920x0_80_0_0_618f13dba7a5d00b5d9dd5368cbea84b.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ცნობილი ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინის საღამო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 20 და 21 ნოემბერს გაიმართება.20 ნოემბერს მაყურებელი იხილავს ერთაქტიან ბალეტებს „კონჩერტო ბაროკო“ - კომპოზიტორი იოჰან სებასტიან ბახი, „აპოლონ მუსაგეტი“ - კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი და „სერენადა“ - კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი. 21 ნოემბერს ნაჩვენები იქნება პეტრე ჩაიკოვსკის „მოცარტიანა“ და „სერენადა“, იგორ სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“. დამდგმელი ბალეტმაისტერები არიან: ბარტ კუკი, მარია კალეგარი, ბენ ჰაისი. დაუკრავს თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი. საბალეტო დასის ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.საღამოების გენერალური სპონსორია საქართველოში აშშ-ის საელჩო.ჯორჯ ბალანჩინმა (გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე) საფუძველი ჩაუყარა ამერიკულ ბალეტსა და თანამედროვე ნეოკლასიკურ საბალეტო ხელოვნებას. დაიბადა სანქტ-პეტერბურგში 1904 წელს. ცხრა წლისა მოეწყო საიმპერატორო თეატრთან არსებულ საბალეტო სკოლაში. 1921 წელს იგი ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრის დასში (მარიინკა) მიიღეს.1925-1929 წლებში ბალანჩინი იყო სერგეი დიაგილევის დასის ბალეტმაისტერი პარიზში. 1935 წელს ბალანჩინმა ნიუ-იორკში შექმნა დასი „ამერიკული ბალეტი“, სადაც 150-მდე ბალეტი დადგა.ბალანჩინი ერთ-ერთი პირველი ქმნიდა ბალეტს მუსიკაზე, რომელიც ცეკვისთვის არ იყო დაწერილი – სონეტებზე, კონცერტებსა და სიმფონიებზე, სადაც სიუჟეტი არ არსებობდა.თავად ბალეტმაისტერს მიაჩნდა, რომ ბალეტში სიუჟეტი მნიშვნელოვანი არ იყო, მთავარი ადგილი მუსიკასა და მოძრაობას ეჭირა: „საჭიროა ცეკვა სიუჟეტის გარეშე, დეკორაციებისა და კაშკაშა კოსტიუმების გარეშე. მოცეკვავის სხეული – მისი მთავარი ინსტრუმენტია, ის უნდა ჩანდეს. დეკორაციების ნაცვლად – სინათლის ცვლა... ანუ მოცეკვავე ყველაფერს გამოხატავს მხოლოდ მუსიკის დახმარებით“.
https://sputnik-georgia.com/20211018/bedis-zala-tbilissi-verdis-operis-premiera-gaimarteba-260661582.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23476/54/234765455_856:262:1920:1060_1920x0_80_0_0_66e4daea86c96dc27530ec8a9807dec2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
თბილისში ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიის საღამო გაიმართება
20:29 01.11.2021 (განახლებულია: 23:25 01.11.2021) თეატრი მაყურებელს საკულტო მოცეკვავისა და ბალეტმაისტერის ქორეოგრაფიის საღამოზე იწვევს
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ცნობილი ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინის საღამო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 20 და 21 ნოემბერს
გაიმართება.
20 ნოემბერს მაყურებელი იხილავს ერთაქტიან ბალეტებს „კონჩერტო ბაროკო“ - კომპოზიტორი იოჰან სებასტიან ბახი, „აპოლონ მუსაგეტი“ - კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი და „სერენადა“ - კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი. 21 ნოემბერს ნაჩვენები იქნება პეტრე ჩაიკოვსკის „მოცარტიანა“ და „სერენადა“, იგორ სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“. დამდგმელი ბალეტმაისტერები არიან: ბარტ კუკი, მარია კალეგარი, ბენ ჰაისი. დაუკრავს თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი. საბალეტო დასის ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.
საღამოების გენერალური სპონსორია საქართველოში აშშ-ის საელჩო.
ჯორჯ ბალანჩინმა (გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე) საფუძველი ჩაუყარა ამერიკულ ბალეტსა და თანამედროვე ნეოკლასიკურ საბალეტო ხელოვნებას. დაიბადა სანქტ-პეტერბურგში 1904 წელს. ცხრა წლისა მოეწყო საიმპერატორო თეატრთან არსებულ საბალეტო სკოლაში. 1921 წელს იგი ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრის დასში (მარიინკა) მიიღეს.
1925-1929 წლებში ბალანჩინი იყო სერგეი დიაგილევის დასის ბალეტმაისტერი პარიზში. 1935 წელს ბალანჩინმა ნიუ-იორკში შექმნა დასი „ამერიკული ბალეტი“, სადაც 150-მდე ბალეტი დადგა.
ბალანჩინი ერთ-ერთი პირველი ქმნიდა ბალეტს მუსიკაზე, რომელიც ცეკვისთვის არ იყო დაწერილი – სონეტებზე, კონცერტებსა და სიმფონიებზე, სადაც სიუჟეტი არ არსებობდა.
თავად ბალეტმაისტერს მიაჩნდა, რომ ბალეტში სიუჟეტი მნიშვნელოვანი არ იყო, მთავარი ადგილი მუსიკასა და მოძრაობას ეჭირა: „საჭიროა ცეკვა სიუჟეტის გარეშე, დეკორაციებისა და კაშკაშა კოსტიუმების გარეშე. მოცეკვავის სხეული – მისი მთავარი ინსტრუმენტია, ის უნდა ჩანდეს. დეკორაციების ნაცვლად – სინათლის ცვლა... ანუ მოცეკვავე ყველაფერს გამოხატავს მხოლოდ მუსიკის დახმარებით“.