https://sputnik-georgia.com/20211018/bedis-zala-tbilissi-verdis-operis-premiera-gaimarteba-260661582.html
„ბედის ძალა“: თბილისში ვერდის ოპერის პრემიერა გაიმართება
„ბედის ძალა“: თბილისში ვერდის ოპერის პრემიერა გაიმართება
Sputnik საქართველო
ეს გამოჩენილი იტალიელი კომპოზიტორის ერთადერთი ოპერაა, რომელიც სპეციალურად რუსული თეატრისთვის არის დაწერილი 18.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-18T20:22+0400
2021-10-18T20:22+0400
2021-10-18T20:22+0400
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22997/01/229970102_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_9556e9b1188486d4825257a5261ba96c.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ჯუზეპე ვერდის ოპერის „ბედის ძალა“ პრემიერა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 29 ოქტომბერს გაიმართება.„ბედის ძალა“ (იტალ. La forza del destino) — ანხელ საავედრას დრამის „დონ ალვარო, ანუ ბედის ძალა“ მიხედვით ფრანჩესკო მარია პიავეს ლიბრეტოზე შექმნილი ოპერაა. დაწერილია სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრისთვის, სადაც პირველად 1862 წლის 10 ნოემბერს დაიდგა. ეს ვერდის ერთადერთი ოპერაა, რომელიც სპეციალურად რუსული თეატრისთვის არის დაწერილი.შემდგომში ოპერა ასევე დაიდგა რომში, მადრიდში, ნიუ-იორკში, ვენაში, ბუენოს-აირესსა და ლონდონში. მას შემდეგ, რაც ვერდიმ ოპერაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა ანტონიო გისლანცონისთან ერთად, ახალი, დღევანდელი ვერსიის პრემიერა 1869 წლის 27 თებერვალს, მილანში, „ლა სკალაში“ შედგა.თბილისში ოპერა იქნება ნაჩვენები პარმის სამეფო ოპერის თეატრის დადგმით. რეჟისორი, სცენოგრაფი და კოსტუმების დიზაინერი - სტეფანო პოდა (Stefano Poda), დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი.საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 29, 30, 31 ოქტომბერს და 7,13 და 14 ნოემბერს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში და ონლაინ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22997/01/229970102_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_8ffa57001f5c0119ad1f82658065e846.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
„ბედის ძალა“: თბილისში ვერდის ოპერის პრემიერა გაიმართება
ეს გამოჩენილი იტალიელი კომპოზიტორის ერთადერთი ოპერაა, რომელიც სპეციალურად რუსული თეატრისთვის არის დაწერილი
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ჯუზეპე ვერდის ოპერის „ბედის ძალა“ პრემიერა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 29 ოქტომბერს გაიმართება.
„ბედის ძალა“ (იტალ. La forza del destino) — ანხელ საავედრას დრამის „დონ ალვარო, ანუ ბედის ძალა“ მიხედვით ფრანჩესკო მარია პიავეს ლიბრეტოზე შექმნილი ოპერაა. დაწერილია სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრისთვის, სადაც პირველად 1862 წლის 10 ნოემბერს დაიდგა. ეს ვერდის ერთადერთი ოპერაა, რომელიც სპეციალურად რუსული თეატრისთვის არის დაწერილი.
შემდგომში ოპერა ასევე დაიდგა რომში, მადრიდში, ნიუ-იორკში, ვენაში, ბუენოს-აირესსა და ლონდონში. მას შემდეგ, რაც ვერდიმ ოპერაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა ანტონიო გისლანცონისთან ერთად, ახალი, დღევანდელი ვერსიის პრემიერა 1869 წლის 27 თებერვალს, მილანში, „ლა სკალაში“ შედგა.
თბილისში ოპერა იქნება ნაჩვენები პარმის სამეფო ოპერის თეატრის დადგმით. რეჟისორი, სცენოგრაფი და კოსტუმების დიზაინერი - სტეფანო პოდა (Stefano Poda), დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი.
საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 29, 30, 31 ოქტომბერს და 7,13 და 14 ნოემბერს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში და ონლაინ.