https://sputnik-georgia.com/20211101/saakasvilis-mxardamweri-aqcia-policiastan-sexla-semoxlasi-gadaizarda-261700568.html
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა
Sputnik საქართველო
წინასწარი მონაცემებით, დაკავებული აშშ-ის მოქალაქეა. 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T19:30+0400
2021-11-01T19:30+0400
2021-11-01T23:05+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447174_0:0:3229:1816_1920x0_80_0_0_b6c6b85ccf358bb27ef76c1fff96234b.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ერთი პირი დააკავეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.აქცია მოაწყვეს საქართველოში დაბრუნებულმა ემიგრანტებმა, რომლებიც სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვების გაშლა სცადეს, რაშიც პოლიციამ ხელი შეუშალა. შემთხვევის ადგილზე შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული ამერიკის მოქალაქე პაატა აბჟანდაძეა.მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს.ექს-პრეზიდენტის შიმშილობა უკვე 32-ე დღეა გრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20211101/gadahyavt-tu-ara-saakasvili-goris-hospitalsi-penitenciuri-samsaxuris-ganmarteba-261699039.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447174_498:0:3229:2048_1920x0_80_0_0_19d408c46fed9cfa82c9134b6c9dd47c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა
19:30 01.11.2021 (განახლებულია: 23:05 01.11.2021) წინასწარი მონაცემებით, დაკავებული აშშ-ის მოქალაქეა.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ერთი პირი დააკავეს, იუწყება „
Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
აქცია მოაწყვეს საქართველოში დაბრუნებულმა ემიგრანტებმა, რომლებიც სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვების გაშლა სცადეს, რაშიც პოლიციამ ხელი შეუშალა. შემთხვევის ადგილზე შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული ამერიკის მოქალაქე პაატა აბჟანდაძეა.
მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს.
ექს-პრეზიდენტის შიმშილობა უკვე 32-ე დღეა გრძელდება.