Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ქუთაისში ხმების გადათვლის შედეგად მონაცემები შეიცვალა

© photo: Sputnik / Stringerხმების გადათვლა
ხმების გადათვლა - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
საოლქო კომისიები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის კომისიის მიერ მიღებულ შედეგებს დღეს ითვლიან.
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შვიდი უბნის შედეგები გადათვალა, შედეგად სამი უბნის მონაცემები შეიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
დღეს, 1 ნოემბერს 196 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ხელახლა ითვლება. ბიულეტენების გადათვლა 17:00 საათზე დაიწყო, მიმდინარეობს პროცესის ვიდეოგადაღება და მასალა ცესკოს გვერდზე აიტვირთება.
კერძოდ, 38-ე საარჩევნო უბანზე ბათილად ცნობილი ბიულეტენებიდან ოპოზიცური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ხმებს ოთხი ხმა დაემატა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის ხმებს კი - სამი.
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
ცესკო 200-მდე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგებს გადათვლის
104-ე უბანზე ხატია დეკანოიძეს მოაკლდა სამი ხმა, აქედან ორი ბიულეტენი გაბათილდა, ერთი ხმა კი დაემატა „ქართული ოცნების“ კანდიდატს.
68-ე საარჩევნო უბნის გადათვლის შედეგად ხატია დეკანოიძეს მოაკლდა ერთი ხმა, იოსებ ხახალეიშვილს - ორი და ჯამში სამი ბიულეტენი დაემატა ბათილებს.
შესაბამისად, ქუთაისის ოლქში ხატია დეკანოიძის სასარგებლოდ მიცემული ხმების მთლიანი რაოდენობა არ შეცვლილა, ხოლო ხახალეიშვილს ორი ხმა დაემატა.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საბურთალოსა და რუსთავის ოლქებში შვიდ-შვიდ შერჩეულ უბანზე ხმების გადათვლის შედეგად მონაცემები არ შეცვლილა.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საოლქო კომისიები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის კომისიის მიერ მიღებულ შედეგებს ითვლიან.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა. ცესკოს წინასაწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ყველა ახალი ამბავი
0