https://sputnik-georgia.com/20211031/cesko-140-saarcevno-ubanze-kenwisyris-sedegebs-gadaitvlis-261671859.html
ცესკო 200-მდე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგებს გადათვლის
ცესკო 200-მდე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგებს გადათვლის
Sputnik საქართველო
საოლქო კომისიები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის კომისიის მიერ მიღებულ შედეგებს გადათვლიან. 31.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-31T22:17+0400
2021-10-31T22:17+0400
2021-10-31T22:40+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259485490_0:17:1551:889_1920x0_80_0_0_da2a312541a9729635b5ab85cc85aba1.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. 1 ნოემბერს 196 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები გადაითვლება, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.ბიულეტენების გადათვლა 17:00 საათზე დაიწყება. მოხდება პროცესის ვიდეოგადაღება და მასალა ცესკოს გვერდზე აიტვირთება.კალანდარიშვილის თქმით, საოლქო კომისიები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის კომისიის მიერ მიღებულ შედეგებს გადათვლიან.ცესკოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულმა ხმების გადათვლის პროცედურამ არჩევნების პირველ ტურში ჩვენა, რომ ამ პროცესმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არჩევების გამჭვირვალობას.„მინდა საოლქო საარჩევნო კომისიებს მივმართო მნიშვნელოვანი ინიციატივითა და რეკომენდაციით - სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი. მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიებს, გამჭვირვალობის მიზნით უზრუნველყონ კომისიის სხდომების და წილისყრის შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი პირების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმირება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.მისი თქმით, ხმების ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები.შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა. წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
https://sputnik-georgia.com/20211031/cesko-arcevnebi-konkurentuli-iyo-magram-xarvezebic-dafiqsirda-261659023.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259485490_0:0:1420:1065_1920x0_80_0_0_29050cc543f9b82fa807b95e405aa1ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ცესკო 200-მდე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგებს გადათვლის
22:17 31.10.2021 (განახლებულია: 22:40 31.10.2021) საოლქო კომისიები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის კომისიის მიერ მიღებულ შედეგებს გადათვლიან.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. 1 ნოემბერს 196 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები გადაითვლება, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
ბიულეტენების გადათვლა 17:00 საათზე დაიწყება. მოხდება პროცესის ვიდეოგადაღება და მასალა ცესკოს გვერდზე აიტვირთება.
კალანდარიშვილის თქმით, საოლქო კომისიები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის კომისიის მიერ მიღებულ შედეგებს გადათვლიან.
ცესკოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულმა ხმების გადათვლის პროცედურამ არჩევნების პირველ ტურში ჩვენა, რომ ამ პროცესმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არჩევების გამჭვირვალობას.
„მინდა საოლქო საარჩევნო კომისიებს მივმართო მნიშვნელოვანი ინიციატივითა და რეკომენდაციით - სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი. მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიებს, გამჭვირვალობის მიზნით უზრუნველყონ კომისიის სხდომების და წილისყრის შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი პირების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმირება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ხმების ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა. წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.