ქართულ–რუსული ფილმი „ჯონჯოლი“ გერმანიაში დააჯილდოვეს

© Facebook / Tamriko Gogichaishviliკადრი ფილმიდან „ჯონჯოლი“
კადრი ფილმიდან „ჯონჯოლი“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ იულია პერესილდი, ევგენი ციგანოვი, კირილ კიარო და ანდრო ჭიჭინაძე.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. რეჟისორ ოქსანა ბიჩკოვას ქართულ–რუსული ფილმი „ჯონჯოლი“ გერმანიაში საერთაშორისო პიტჩინგზე European Work in Progress Cologne-ს ფარგლებში დაჯილდოვდა.
პროგრამა European Work in Progress Cologne – ინდუსტრიული ღონისძიებაა, რომელიც ყოველ წელს კიოლნში იმართება. აქ პროდიუსერები და დისტრიბუტორები წარმოადგენენ ნაწყვეტებს მხატვრული ფილმებიდან წარმოების ეტაპზე, რათა მიიღონ დამატებითი დაფინანსება ან დისტრიბუციის სტრატეგიის შემუშავება.
ქართული კინო გერმანიაში საერთაშორისო კინოფესტივალზე მიემგზავრება>>
პიტჩინგზე ფილმ „ჯონჯოლის“ 13 წუთი წარადგინეს. სურათში მთავარ როლებს ასრულებენ იულია პერესილდი, ევგენი ციგანოვი, კირილ კიარო და ანდრო ჭიჭინაძე.
ჟიურიზე და პროფესიულ აუდიტორიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსახიობების თამაშმა.

„რეჟისორმა აჩვენა საოცრად დამაჯერებელი კადრები, რომლებიც მაყურებელს კარს უხსნის ფილმის მთავარ გმირებს შორის ურთულესი ურთიერთობების სამყაროში, რომელსაც მსახიობებმა იმდენად მძლავრად და ზუსტად შეასხეს ხორცი, რომ ძნელია მეტის ნახვის ცნობისმოყვარეობისა და სურვილის დაოკება“, – აღნიშნეს ჟიურის წევრებმა.

ჯილდოს სახით სურათმა მიიღო PR–მხარდაჭერის კონტრაქტი და საფესტივალო მხარდაჭერა ZOOM Medienfabrik-სგან, რომელიც უძველესი გერმანული PR–სააგენტოა.
იულია პერესილდი და კირილ კიარო საქართველოში ერთსა და იმავე დროს – 2021 წლის მარტში იმყოფებოდნენ. თუმცა კიარომ არ გაამხილა პროექტის დასახელება, რომელზეც მუშაობდა, იულიას კი საერთოდ არ უსაუბრია, რატომ ჩამოვიდა საქართველოში, მხოლოდ ის თქვა, რომ ამაზე მოგვიანებით ისაუბრებდა.
ფილმი „ჯონჯოლი“ კინოკომპანიების „პარ–ატლანტიკ სტუდიო“ (რუსეთი) და „20 Steps“ (საქართველო) ერთობლივი პროექტია. მისი ექსკლუზიური ციფრული პრემიერა ონლაინ–კინოთეატრ Kion-ში 2022 წელს გაიმართება.
სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირები ნინა და რუსლანი ხვდებიან ქალაქში, სადაც ოდესღაც ბედნიერი იყვნენ. მაგრამ ახლა თითოეულს თავისი ცხოვრება აქვს. შეხვედრის მიზეზი რუსლანის ავადმყოფობაა. მოგზაურობა წარსულში მათთვის მოულოდნელი გამოცდა აღმოჩნდება და ეს ნინას ბედს სამუდამოდ შეცვლის. ფილმის საერთაშორისო სამუშაო დასახელებაა NINA.
ყველა ახალი ამბავი
0