https://sputnik-georgia.com/20211101/gamyrelize-meti-adamiani-arar-aicreba-261702258.html
გამყრელიძე: ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება
გამყრელიძე: ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის საქართველოში ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 32,9%. 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T20:50+0400
2021-11-01T20:50+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441160_0:39:1024:615_1920x0_80_0_0_3cb02c77a96c4ad8973719a7bc526222.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. თუ რაიმე წამახალისებელი ან შემზღუდავი ღონისძიება არ დაწესდება, ნებაყოფლობით ვაქცინირებულთა რაოდენობა აღარ გაიზრდება, მიიჩნევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.31 ოქტომბერს აიცრა მხოლოდ 1.402 ადამიანი, 30 ოქტომბერს – 2.711, 29 ოქტომბერს – 4.151.გამყრელიძის განცხადებით, საქართველოსთვის ვაქცინაციის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 30-35% აღმოჩნდა. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ორჯერადად აცრილი 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 33%-ია, ხოლო ერთჯერადად – ზრდასრული მოსახლეობის 36,6%.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 33%-ს აქვს გავლილი.პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 721.388 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 10.089 ადამიანი. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.141-ით გაიზარდა.
https://sputnik-georgia.com/20211101/chxaidze-gripis-vaqcina-koronavirusisgan-gvicavs-261688856.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441160_104:36:966:682_1920x0_80_0_0_de2bb8ead368b273458212114fc816a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
გამყრელიძე: ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება
20:50 01.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ამ დროისათვის საქართველოში ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 32,9%.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. თუ რაიმე წამახალისებელი ან შემზღუდავი ღონისძიება არ დაწესდება, ნებაყოფლობით ვაქცინირებულთა რაოდენობა აღარ გაიზრდება, მიიჩნევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
31 ოქტომბერს აიცრა მხოლოდ 1.402 ადამიანი, 30 ოქტომბერს – 2.711, 29 ოქტომბერს – 4.151.
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოსთვის ვაქცინაციის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 30-35% აღმოჩნდა. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ორჯერადად აცრილი 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 33%-ია, ხოლო ერთჯერადად – ზრდასრული მოსახლეობის 36,6%.
„ჩვენი წლევანდელი სამიზნე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ია. „დელტა“ შტამზე 60%-იც არაა საკმარისი, სასურველია 70-80% იყოს. ამიტომ თუ ამ ჩარჩოში განვითარდა პროცესები და დღიური მაჩვენებელი გვექნება 5, 6, 7 ათასი, სამიზნეს ვერ მივაღწევთ და ეპიდემიას ვერ შევაკავებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 33%-ს აქვს გავლილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 721.388 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 10.089 ადამიანი. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.141-ით გაიზარდა.