https://sputnik-georgia.com/20211101/chxaidze-gripis-vaqcina-koronavirusisgan-gvicavs-261688856.html
ჩხაიძე: გრიპის ვაქცინა კორონავირუსისგანაც დაგიცავთ
ჩხაიძე: გრიპის ვაქცინა კორონავირუსისგანაც დაგიცავთ
Sputnik საქართველო
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერი–იანვარში აღწევს. 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T15:40+0400
2021-11-01T15:40+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249892618_0:87:1281:807_1920x0_80_0_0_190644f565e98d0bd33b059110cedb3f.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური სააადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებისკენ მოუწოდებს.მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება განსაკუთრებით აუცილებელია რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის, რამდენადაც იგი ირიბად იცავს კორნავირუსით ინფიცირებისგანაც. ჩხაიძის განცხადებით, ნოემბრიდან შეიძლება გაიზარდოს ერთდროულად კორონავირუსით და სეზონური გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობა. მაღალი რისკის პაციენტებს შეიძლება გართულებები აღმოაჩნდეთ, დასძინა ექიმმა.საქართველოში კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინაციის პარალელურად დაწყებულია გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარება. ამ მიზნით უკვე შესყიდული და ქვეყანაში შემოტანილია გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა.
https://sputnik-georgia.com/20211008/specialistebi-pqtombris-bolos-tvindemias-prognozireben-260365462.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249892618_60:0:1197:853_1920x0_80_0_0_a429a1abfcae38f20f95fb485b1cfaf4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ჩხაიძე: გრიპის ვაქცინა კორონავირუსისგანაც დაგიცავთ
15:40 01.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერი–იანვარში აღწევს.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური სააადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება განსაკუთრებით აუცილებელია რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის, რამდენადაც იგი ირიბად იცავს კორნავირუსით ინფიცირებისგანაც.
ჩხაიძის განცხადებით, ნოემბრიდან შეიძლება გაიზარდოს ერთდროულად კორონავირუსით და სეზონური გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობა. მაღალი რისკის პაციენტებს შეიძლება გართულებები აღმოაჩნდეთ, დასძინა ექიმმა.
„ვინც ერთდროულად იქნება ინფიცირებული გრიპითა და კორონავირუსით, ამ ადამიანებში გართულებების, საავადმყოფოში მოხვედრისა და ავადმყოფობის მძიმე მიმდინარეობის რისკები ძალიან მაღალია. ეს პერიოდი შესაძლებელია დაიწყოს ნოემბრის პირველი ნახევრიდან, ვინაიდან სწორედ ნოემბერი-მარტი არის საქართველოში რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატების პერიოდი. აუცილებელია გრიპის ვაქცინის ჩატარება, რადგანაც იგი ირიბად გვიცავს კორნავირუსით ინფიცირებისგანაც", – განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინაციის პარალელურად დაწყებულია გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარება. ამ მიზნით უკვე შესყიდული და ქვეყანაში შემოტანილია გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა.