https://sputnik-georgia.com/20211008/specialistebi-pqtombris-bolos-tvindemias-prognozireben-260365462.html
სპეციალისტები ოქტომბრის ბოლოს „ტვინდემიას" პროგნოზირებენ
სპეციალისტები ოქტომბრის ბოლოს „ტვინდემიას" პროგნოზირებენ
Sputnik საქართველო
საქართველოში აცრის ტემპმა ბოლო რამდენიმე კვირაა საგრძნობლად დაიკლო, თუმცა ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია. 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T17:15+0400
2021-10-08T17:15+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259236454_0:153:1881:1211_1920x0_80_0_0_59e8df4769febe40e14fa8220822a480.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სპეციალისტები ოქტომბრის ბოლოს COVID-19-ის და გრიპის „ტვინდემიას" პროგნოზირებენ, რაც კორონავირუსისა და გრიპის ეპიდემიის თანხვედრას გულისხმობს.სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის შემთხვევაში აუცილებელია ვაქცინაცია, რათა მათი გავრცელების პრევენცია მოხდეს.გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, ეპიდემიოლოგების განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის კლებაა – აცრილთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.853.296 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 996.687 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,1%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 856.609 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 30,0%. 7 ოქტომბერს აიცრა 8.331 ადამიანი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259236454_382:132:1821:1211_1920x0_80_0_0_43d6b286f6c99ace97e9f70e8a2d7158.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
სპეციალისტები ოქტომბრის ბოლოს „ტვინდემიას" პროგნოზირებენ
17:15 08.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) საქართველოში აცრის ტემპმა ბოლო რამდენიმე კვირაა საგრძნობლად დაიკლო, თუმცა ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სპეციალისტები ოქტომბრის ბოლოს COVID-19-ის და გრიპის „ტვინდემიას" პროგნოზირებენ, რაც კორონავირუსისა და გრიპის ეპიდემიის თანხვედრას გულისხმობს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის შემთხვევაში აუცილებელია ვაქცინაცია, რათა მათი გავრცელების პრევენცია მოხდეს.
„COVID-19-ზე გრიპის თანდართვა იქნება სერიოზული ტვირთი ჯანდაცვის სექტორისთვის. ტვინდემია ახალი ტერმინია, რომელზეც დღეს მთელი მსოფლიო აქტიურად ლაპარაკობს. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო საყურადღებო ხდება პრევენციული ზომების გატარება, რომელიც ორივესთვის თანაბრად ეფექტურია", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, ეპიდემიოლოგების განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის კლებაა – აცრილთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.853.296 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 996.687 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,1%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 856.609 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 30,0%. 7 ოქტომბერს აიცრა 8.331 ადამიანი.