https://sputnik-georgia.com/20211101/cesko-biuletenebis-gadatvlas-meore-turis-winasawar-sedegebze-gavlena-ar-mouxdenia-261704238.html
ცესკო: ბიულეტენების გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია
ცესკო: ბიულეტენების გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია
Sputnik საქართველო
საოლქო საარჩევნო კომისიებმა დღეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის კომისიის მიერ მიღებული შედეგები გადაითვალეს. 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T22:48+0400
2021-11-01T22:48+0400
2021-11-01T22:48+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261698049_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_6c81f59554ba09f8b4b38ced5b562701.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ბიულეტენების გადათვლის პროცესი წარმატებით დასრულდა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ცესკოს განცხადებით, დღეს გადათვლის ცენტრებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 201 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები ხელახლა დათვალეს.უწყების მტკიცებით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. საარჩევნო ადმინისტრაცია გადათვლის დეტალურ შედეგებს ხვალ, 2 ნოემბერს წარმოადგენს.საარჩევნო ადმინისტრაციას საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში ჰქონდა წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი ხუთ-ხუთი უბნის მონაცემების გადათვლის ვალდებულება. თუმცა, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით გამოავლინეს შვიდ-შვიდი საუბნო საარჩევნო კომისია.შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა. ცესკოს წინასაწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
https://sputnik-georgia.com/20211101/cesko-2021-wels-batili-biuletenebis-raodenoba-semcirda-261703652.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261698049_87:0:1226:854_1920x0_80_0_0_e7ba5407266e5233988c67fe0e821bd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ცესკო: ბიულეტენების გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია
საოლქო საარჩევნო კომისიებმა დღეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის კომისიის მიერ მიღებული შედეგები გადაითვალეს.
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ბიულეტენების გადათვლის პროცესი წარმატებით დასრულდა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ცესკოს განცხადებით, დღეს გადათვლის ცენტრებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 201 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები ხელახლა დათვალეს.
უწყების მტკიცებით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. საარჩევნო ადმინისტრაცია გადათვლის დეტალურ შედეგებს ხვალ, 2 ნოემბერს წარმოადგენს.
„პროცესი წარიმართა გამჭვირვალედ, რომლის მონიტორინგის შესაძლებლობაც ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს, როგორც მედიას, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საარჩევნო ადმინისტრაციას საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში ჰქონდა წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი ხუთ-ხუთი უბნის მონაცემების გადათვლის ვალდებულება. თუმცა, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით გამოავლინეს შვიდ-შვიდი საუბნო საარჩევნო კომისია.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.
ცესკოს წინასაწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.