https://sputnik-georgia.com/20211101/cesko-2021-wels-batili-biuletenebis-raodenoba-semcirda-261703652.html
ცესკო: 2021 წელს ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შემცირდა
ცესკო: 2021 წელს ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შემცირდა
Sputnik საქართველო
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა 2,96% შეადგინა 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T22:26+0400
2021-11-01T22:26+0400
2021-11-01T22:26+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249891487_0:40:1281:760_1920x0_80_0_0_99373671cf35e5ab5a10f9117b6e2fa7.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურის ბათილი ბიულეტენების სტატისტიკური მონაცემები დაამუშავა.კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ არჩევნების მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან შეფარდებით.ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბიულეტენების საერთო რაოდენობაში ბათილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა 2,96% შეადგინა (1.015.494 ბიულეტენიდან 30.095).მაგალითად, ქუთაისში საარჩევნო უბნებზე მივიდა 70.048 ამომრჩეველი, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელმა კი ამომრჩეველთა რაოდენობის 3,42% შეადგინა.ცესკოს მონაცემებით, ბათუმში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 77.034-მა მოქალაქემ, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელმა კი 2,69% შეადგინა.ცესკოში შეადარეს მიმდინარე წლის ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა წინა წლების სტატისტიკას. მაგალითად, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ჯამში ბათილი იყო 32.191 ბიულეტენი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა კი - 790.528. უკვე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამში დაფიქსირდა 32.718 ბათილი ბიულეტენი, რაც პროცენტულად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა (869.959) მიმართ 3,76%-ია.2021 წლის არჩევნების პირველ ტურში 3,42% ბათილი ბიულეტენი დაფიქსირდა (მთლიანი რაოდენობა ბიულეტენების - 1.043.994)
https://sputnik-georgia.com/20211031/cesko-arcevnebi-konkurentuli-iyo-magram-xarvezebic-dafiqsirda-261659023.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249891487_106:0:1173:800_1920x0_80_0_0_76a7460f6e5c86457c0b69d05d8d43d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ცესკო: 2021 წელს ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შემცირდა
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა 2,96% შეადგინა
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურის ბათილი ბიულეტენების სტატისტიკური მონაცემები დაამუშავა.
კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად
დადგინდა, რომ არჩევნების მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან შეფარდებით.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბიულეტენების საერთო რაოდენობაში ბათილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა 2,96% შეადგინა (1.015.494 ბიულეტენიდან 30.095).
„გასულ წლებთან მიმართებით გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებით იკვეთება, რომ 2021 წლის არჩევნების როგორც პირველ, ისე მეორე ტურზე ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები ცალსახად შემცირებულია, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებით“, - აღნიშნავენ ცესკოში.
მაგალითად, ქუთაისში საარჩევნო უბნებზე მივიდა 70.048 ამომრჩეველი, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელმა კი ამომრჩეველთა რაოდენობის 3,42% შეადგინა.
ცესკოს მონაცემებით, ბათუმში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 77.034-მა მოქალაქემ, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელმა კი 2,69% შეადგინა.
ცესკოში შეადარეს მიმდინარე წლის ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა წინა წლების სტატისტიკას. მაგალითად, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ჯამში ბათილი იყო 32.191 ბიულეტენი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა კი - 790.528. უკვე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამში დაფიქსირდა 32.718 ბათილი ბიულეტენი, რაც პროცენტულად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა (869.959) მიმართ 3,76%-ია.
2021 წლის არჩევნების პირველ ტურში 3,42% ბათილი ბიულეტენი დაფიქსირდა (მთლიანი რაოდენობა ბიულეტენების - 1.043.994)