https://sputnik-georgia.com/20211031/gacerdeba-tu-ara-sazogadoebrivi-transporti-tbilissi-samtavrobo-uwyebebis-ganmarteba-261671379.html
გაჩერდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში - სამთავრობო უწყებების განმარტება
გაჩერდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში - სამთავრობო უწყებების განმარტება
Sputnik საქართველო
შაბათს რამდენიმე მედიაპორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს თბილისში 4 ნოემბრიდან შეიზღუდეოდბა სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსით გადაადგილება, ასევე გაჩერდებოდა... 31.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-31T21:17+0400
2021-10-31T21:17+0400
2021-10-31T21:37+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259700738_423:0:3014:1457_1920x0_80_0_0_ebacf2bd7efeb2393b7f2cb8810ef0cc.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების განცხადებით, შაბათს რამდენიმე ონლაინ-პორტალმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ.კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ვერ ხედავენ ვერც ჯანდაცვის სამინისტროში.„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემმინისტრის თქმით, ამ ეტაპზე შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4 ათასის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება.აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის მერიაშიც უარყვეს.ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალი კვირიდან თბილისში ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების მუშაობა შეიზღუდება, სოციალურ ქსელებში შაბათს გავრცელდა და აქტიურად განიხილება.
https://sputnik-georgia.com/20211031/tbilisis-meriasi-worebi-sazogadoebrivi-transportis-musaobis-sewyvetis-sesaxeb-uaryves-261668205.html
https://sputnik-georgia.com/20210903/premieri-lokdauni-gamosavali-araa-259304529.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259700738_110:206:1777:1457_1920x0_80_0_0_6f4d2c43afd1538a0b66b59e3d3dea9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში
გაჩერდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში - სამთავრობო უწყებების განმარტება
21:17 31.10.2021 (განახლებულია: 21:37 31.10.2021) შაბათს რამდენიმე მედიაპორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს თბილისში 4 ნოემბრიდან შეიზღუდეოდბა სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსით გადაადგილება, ასევე გაჩერდებოდა მეტრო.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
უწყების განცხადებით, შაბათს რამდენიმე ონლაინ-პორტალმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკ-ნიუსი და სიმართლეს არ შეესაბამება. ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს. საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველკვირეულად იმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ვერ ხედავენ ვერც ჯანდაცვის სამინისტროში.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4 ათასის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება.
„დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის მერიაშიც უარყვეს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალი კვირიდან თბილისში ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების მუშაობა შეიზღუდება, სოციალურ ქსელებში შაბათს გავრცელდა და აქტიურად განიხილება.