https://sputnik-georgia.com/20211031/batumis-meris-arcevnebi0minimaluri-sxvaobit-ocnebis-kandidatma-moigo-261654295.html
ბათუმის მერის არჩევნები მინიმალური სხვაობით „ოცნების“ კანდიდატმა მოიგო
ბათუმის მერის არჩევნები მინიმალური სხვაობით „ოცნების“ კანდიდატმა მოიგო
Sputnik საქართველო
კანდიდატებს შორის სხვაობამ მმართველი პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ მხოლოდ 1,5 ათასი ხმა შეადგინა. 31.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-31T09:11+0400
2021-10-31T09:11+0400
2021-10-31T09:11+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260120645_160:332:1015:813_1920x0_80_0_0_c26594356748af9db199d3a45df8b238.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერი გახდება, ამას ცესკოს წინასწარი შედეგები მოწმობს.ჩიქოვანმა მოიპოვა ხმების 51,018%, ხოლო ხოლო კანდიდატმა ყველაზე მსხვილი ოპოზიცური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძემ - 48,98%.კანდიდატებს შორის სხვაობამ მმართველი პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ მხოლოდ 1,5 ათასი ხმა შეადგინა.კირთაძის განცხადებით, ის არჩევნების ასეთ შედეგებს არ შეეგუება.ამასთან, თუ ბათუმის მერის პოსტი მმართველ პარტიას ერგო, ქალაქის საკრებულო ოპოზიციის ხელში იქნება.საკრებულო წარმოდგენილია 35 დეპუტატით, სადაც ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ 15 წარმომადგენელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 16 წარმომადგენელი, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას სამი და „ლელოს“ ერთი წარმომადგენელი.ბათუმი სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქია. „საქსტატის“ მონაცემებით, ბათუმის მოსახლეობა 172,1 ათასს ადამიანს შეადგენს.შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.
https://sputnik-georgia.com/20211031/kaladzem-archevnebshi-gaimarjva-261653030.html
https://sputnik-georgia.com/20211031/qutaisis-meri-qartuli-ocnebis-kandidati-gaxdeba-261654110.html
https://sputnik-georgia.com/20211031/nacmozraoba-xelisuflebis-sesacvlelad-ukompromiso-brzolis-gegmas-waradgens-261653664.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260120645_195:323:903:854_1920x0_80_0_0_ae687f75e5c0dd8528061616d9e57cb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ბათუმის მერის არჩევნები მინიმალური სხვაობით „ოცნების“ კანდიდატმა მოიგო
კანდიდატებს შორის სხვაობამ მმართველი პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ მხოლოდ 1,5 ათასი ხმა შეადგინა.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერი გახდება, ამას ცესკოს წინასწარი შედეგები მოწმობს.
ჩიქოვანმა მოიპოვა ხმების 51,018%, ხოლო ხოლო კანდიდატმა ყველაზე მსხვილი ოპოზიცური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძემ - 48,98%.
კანდიდატებს შორის სხვაობამ მმართველი პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ მხოლოდ 1,5 ათასი ხმა შეადგინა.
კირთაძის განცხადებით, ის არჩევნების ასეთ შედეგებს არ შეეგუება.
„ეს ნამდვილად არ იყო არჩევნები, ჩვენ არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას და ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ყველა კონსტიტუციური მეთოდით, ჩვენ სხვა გზას ივანიშვილის რეჟიმი უბრალოდ არ გვიტოვებს“, - განაცხადა კირტაძემ.
ამასთან, თუ ბათუმის მერის პოსტი მმართველ პარტიას ერგო, ქალაქის საკრებულო ოპოზიციის ხელში იქნება.
საკრებულო წარმოდგენილია 35 დეპუტატით, სადაც ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ 15 წარმომადგენელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 16 წარმომადგენელი, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას სამი და „ლელოს“ ერთი წარმომადგენელი.
ბათუმი სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქია. „საქსტატის“ მონაცემებით, ბათუმის მოსახლეობა 172,1 ათასს ადამიანს შეადგენს.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.