Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ვის მხარესაა გიორგი გახარია

© photo: Sputnik / Stringerგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ არჩევანი დააფიქსირა და განაცხადა , რომ მან „ხმა საქართველოსთვის“ მისცა .
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გასული თბილისის მერობის ორივე კანდიდატი გადახაზა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ განუცხადა.
დედაქალაქის მერობისთვის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იბრძვიან, მმართველი პარტიის კანდიდატმა კახა კალაძემ პირველ ტურში 45,04% აიღო, მისმა კონკურენტმა ნიკა მელიამ კი 33,96% დააგროვა.
„როდესაც ჩვენ გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არც ერთს ხმას არ მივცემ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როოგრც გახარიამ განმარტა, ამით მან ხმა თავის პარტიას „საქართველოსთვის" მისცა.
„რა თქმა უნდა, მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა და მოვიხადე კიდეც და ხმა მივეცი საქართველოსთვის... საქართველოსთვის რა არის იცით? როდესაც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ, როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ და საერთოდ გვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ ცუდსა და ცუდს შორის, მე, რა თქმა უნდა ხმას ვაძლევ საქართველოსთვის“, - თქვა გახარიამ.
არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც - ირაკლი კობახიძე>>
პროპორციული არჩევნების შედეგებით, გახარიას პარტიამ 64 საკრებულოდან 54-ში მიიღო ადგილები, ამასთან დაახლოებით ათ საკრებულოში მისი მხარდაჭერა გადამწყვეტია ორ ძირითად პარტიასთან – „ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში უმრავლესობის ფორმირებისთვის.
გახარიას თქმით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში პარტიის 11 მაჟორიტარი და ერთი მერობის კანდიდატი მონაწილეობს.
კახა კალაძე შვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
„ხმა მივეცი კახა კალაძეს“ - დედაქალაქის მერობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია
რაც შეეხება არჩევნების პირველ ტურს, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა. ყოფილი პრემიერ- მინისტრის შეფასებით, ეს იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები, რადგან არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.
„საერთოდ ჩვენ ყველანი თუ არ დავფიქრდით არჩევნებში პირველ რიგში ფულის როლზე, ადმინისტრაციული რესურსის როლზე, და თუ არ დავფიქრდით პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ შეიძლება არჩევნებმა აზრი დაკარგოს“, - მიაჩნია პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს.
30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
ყველა ახალი ამბავი
0