https://sputnik-georgia.com/20211030/irakli-kobaxidzem-xma-misca-261617570.html
არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც - ირაკლი კობახიძე
არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც - ირაკლი კობახიძე
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური არჩევანი უკვე დააფიქსირა, ჟურნალისტებთან აცხადებს... 30.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-30T09:53+0400
2021-10-30T09:53+0400
2021-11-01T10:37+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259844848_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_d5d480decb0dd6e756f008545b97ed5b.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური არჩევანი უკვე დააფიქსირა, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ არჩევანის გაკეთება როგორც ორ პოლიტიკურ პარტიას, ასევე კანდიდატებს შორის ძალიან მარტივია.მისი თქმით, ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას.ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პროვოკაციებს ოპონენტებისგან კენჭისყრის ყველა დღეს ელოდებიან, მათ შორის, დღესაც.ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259844848_81:269:1856:1600_1920x0_80_0_0_f1f4dd64a19518be2aa50fd523c42c5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური არჩევანი უკვე დააფიქსირა, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ არჩევანის გაკეთება როგორც ორ პოლიტიკურ პარტიას, ასევე კანდიდატებს შორის ძალიან მარტივია.
მისი თქმით, ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას.
„რაც შეეხება კანდიდატებს, თბილისის შემთხვევაში ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით გამოუჩენია თავი გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და ხულიგნობდა გამუდმებით, მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც 4 წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე, რომელსაც აქვს თბილისის განვითარების ძალიან კონკრეტული ხედვა შემდეგი 4 წლისთვის. ამიტომ, მე მგონი, არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პროვოკაციებს ოპონენტებისგან კენჭისყრის ყველა დღეს ელოდებიან, მათ შორის, დღესაც.
„ყოველ ჯერზე, როცა გვაქვს კენჭისყრის დღე, ველოდებით პროვოკაციებს, რადგან ეს არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა, აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ, არ გაბედონ ასეთი რამის გაკეთება და ასევე, მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, მოთმინებით მიიღონ ნებისმიერი პროვოკაცია, ყველაფერი აღბეჭდონ კამერაზე და ატვირთონ სოციალურ ქსელში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.