https://sputnik-georgia.com/20211030/sss-arcevnebis-mimdinareobisas-darrvevebze-261631619.html
შსს არჩევნების მიმდინარეობისას კანონდარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შსს არჩევნების მიმდინარეობისას კანონდარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში... 30.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-30T14:47+0400
2021-10-30T14:47+0400
2021-10-30T14:47+0400
არჩევნები 2021
საზოგადოება
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458303_0:150:1117:778_1920x0_80_0_0_30d0b0cbb00575f486e7fedb2ae2d1b4.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას დაფიქსირებული რამდენიმე კანონდარღვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.უწყების ცნობით, ქალაქ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.ზუგდიდში იმავე საარჩევნო უბანთან, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ხუთი პირი დააკავა. ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით.„გარდა ამისა, შსს-მ მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 10-მდე შემთხვევაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, დააფიქსირონ აღნიშნული კანონდარღვევა და დაუყოვნებლივ შეატყობინონ პოლიციას. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არჩევნების მეორე ტურის დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოების და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ.უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.
https://sputnik-georgia.com/20211030/zugdidsi-isev-xmauria-261631285.html
https://sputnik-georgia.com/20211030/sss-specrazmi-rustavis-cixesi-ganmarteba-261630845.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458303_0:118:959:837_1920x0_80_0_0_c5b8b06fcf90d60c836a5ef4c8ab808c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
შსს არჩევნების მიმდინარეობისას კანონდარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი, აცხადებენ უწყებაში.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას დაფიქსირებული რამდენიმე კანონდარღვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქალაქ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.
ზუგდიდში იმავე საარჩევნო უბანთან, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ხუთი პირი დააკავა. ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით.
„გარდა ამისა, შსს-მ მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 10-მდე შემთხვევაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, დააფიქსირონ აღნიშნული კანონდარღვევა და დაუყოვნებლივ შეატყობინონ პოლიციას.
უწყებაში ასევე მოუწოდებენ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით კონფრონტაციაში შესვლისგან და სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არჩევნების მეორე ტურის დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოების და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ.
უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.