https://sputnik-georgia.com/20211030/mdinaraze-nacmozraoba-paralelur-samyarosia-261647147.html
მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ პარალელურ სამყაროში აჯერებს ვიღაცებს, რომ სადღაც უნდა შეცვივდნენ
მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ პარალელურ სამყაროში აჯერებს ვიღაცებს, რომ სადღაც უნდა შეცვივდნენ
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და ხმების დათვლა მიმდინარეობს. ცესკო კენჭისყრის პირველად მონაცემებს გვიან ღამით გამოაქვეყნებს. 30.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-30T22:39+0400
2021-10-30T22:39+0400
2021-10-30T22:39+0400
არჩევნები 2021
პოლიტიკა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832905_0:0:1010:568_1920x0_80_0_0_e654bd0168f509952b62e61def4e8934.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. პარალელურ სამყაროში „ნაციონალური მოძრაობა“ აჯერებს ვიღაცებს, რომ სადღაც უნდა შეცვივდნენ, ხმები უნდა დაიცვან, ამაზე პასუხი იქნება კანონის მიხედვით დახვედრა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.მდინარაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცველებიც ჩაერთვებიან.კენჭისყრის დასრულების შმდეგ ეგზიტპოლები წარმოადგინა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ და ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. „იმედისთვის“ ეგზიტპოლი GORBI–მ ჩაატარა, „მთავარი არხისთვის“ კი ქართულმა კომპანია „ანოვამ“.„იმედის“ მიხედვით, მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს,„მთავარი არხის“ მიხედვით კი„ნაცმოძრაობის“ კანდიდატებმა.ეგზიტოპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მხარდამჭერებს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უბნებზე მისვლისა და ხმების დაცვისკენ მოუწოდა.დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
https://sputnik-georgia.com/20211030/xatia-dekanoize-axla-unda-davicvat-cveni-xmebi-261646226.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832905_130:0:922:594_1920x0_80_0_0_cdb8126f226624c10c3ed2dc95a631fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ პარალელურ სამყაროში აჯერებს ვიღაცებს, რომ სადღაც უნდა შეცვივდნენ
ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და ხმების დათვლა მიმდინარეობს. ცესკო კენჭისყრის პირველად მონაცემებს გვიან ღამით გამოაქვეყნებს.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. პარალელურ სამყაროში „ნაციონალური მოძრაობა“ აჯერებს ვიღაცებს, რომ სადღაც უნდა შეცვივდნენ, ხმები უნდა დაიცვან, ამაზე პასუხი იქნება კანონის მიხედვით დახვედრა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცველებიც ჩაერთვებიან.
„საჭირო იქნება პოლიციის ჩართვა, ჩართული იქნება, არ იქნება არ ჩაერთვება, კომისია თავის საქმეს გააკეთებს. პროვოკაციას თუ ვინმე შიგნიდან ეცდება - გააძევებენ. დადგებიან მათი ტელევიზიის ჟურნალისტები და იტყვიან რომ სადღაც გაყალბება ხდება, სადღაც კარუსელი. საოცრებებს ილაპარაკებენ, მაგრამ ამის ფაქტები ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კენჭისყრის დასრულების შმდეგ ეგზიტპოლები წარმოადგინა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ და ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. „იმედისთვის“ ეგზიტპოლი GORBI–მ ჩაატარა, „მთავარი არხისთვის“ კი ქართულმა კომპანია „ანოვამ“.
„იმედის“ მიხედვით, მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს,„მთავარი არხის“ მიხედვით კი„ნაცმოძრაობის“ კანდიდატებმა.
ეგზიტოპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მხარდამჭერებს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უბნებზე მისვლისა და ხმების დაცვისკენ მოუწოდა.
დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.