კობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი დღეს აპირებს „ცუდად გახდომას“

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას იმიტაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ამის მტკიცებულებებს შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აპირებს ცუდად გახდომას, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე მიხეილ სააკაშვილს სიმულაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტის ყოველი მცდელობა იქნება უშედეგო. კობახიძე ასევე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად ყოფნის სიმულირებას საკუთარ მხარდამჭერებზე გავლენის მოსახდენად იყენებს.
„გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ მაინც და მაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს „გახდეს ცუდად“, ანუ აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ ხალხში, თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის. ის არის უმძიმესი დამნაშავე, სამარცხვინო დამნაშავე“, - აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ასევე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის ფაქტი იმიტირებულია და აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებებიც.
„დაველოდოთ უწყებებს და ისინი წარმოადგენენ მტკიცებულებებს. ნებისმიერი პატიმრის კონსტიტუციური უფლებაა, შეუძლია იშიმშილოს, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს, მას აქვს ერთი პასუხისმგებლობა - დაიცვას ადამიანის უფლებები და მას აქვს ვალდებულება, რომ ამის მიღმა არ იმოქმედოს“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
ღარიბაშვილმა განმარტა თავისი ნათქვამი სააკაშვილსა და თვითმკვლელობაზე
მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 30-ე დღეა შიმშილობს.
ყველა ახალი ამბავი
0