ღარიბაშვილმა განმარტა თავისი ნათქვამი სააკაშვილსა და თვითმკვლელობაზე

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი სიტყვები არასწორად იყო ინტერპრეტირებული
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა თავისი განცხადება რუსთავის ციხეში მყოფი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ.
ვინ გეგმავდა „ნაცმოძრაობის" ლიდერების ლიკვიდაციას – პრემიერი ინფორმაციას ავრცელებს>>
როგორც ტელეარხ „იმედის“ ეთერში პრემიერმა განაცხადა, „კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას“. ამის გამო პრემიერი მკაცრად გააკრიტიკეს.
„საზოგადოებას მინდა განვუმარტო, გუშინ მე ვსაუბრობდი შიმშილობაზე და შიმშილობის დეფინიციაზე კანონმდებლობაში. ამაზე მქონდა საუბარი. შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზე და შესაძლოა, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს შემოვიდა. 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს და ციხეში განათავსეს სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის შესაბამისად. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ციხეში მოთავსების შემდეგ შიმშილობს. მას ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ყველა ახალი ამბავი
0