Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

კალაძე: მჯერა, თბილისელებს სწორი არჩევანის მიღება არ გაუჭირდებათ

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
„მჯერა, რომ არც თბილისელებს, არც რომელიმე სხვა ქალაქში მცხოვრებ ჩემს თანამემამულეებს სწორი არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება. ყველაფერი ცხადია და ძალიან კარგად ვხედავთ არსებულ რეალობას“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ქვეყნისა და ქალაქის მომავლის განსაზღვრაში.
„მიდით არჩევნებზე, რათა ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს მშვიდობამ და კარი გავუხსნათ ქვეყნის განვითარებაზე, მომავლის რწმენაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების მომავალი ჩვენივე ხელშია, ამიტომ თითოეული თქვენგანი, აუცილებლად უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გააკეთოს არჩევანი. გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე!“, - განაცხადა კალაძემ ბრიფინგზე.
ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39,5%–ია. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა პირველი ტურის მსგავსად კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია და 52,8%-ს შადგენს. ყველაზე დაბალი აქტივობა – 33,9% მცხეთა-მთიანეთშია.
ცესკოს ბრიფინგი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
არჩევნები 2021
ცესკო: 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39,5%–ია
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ აქტივობა 38,7%-ს შეადგენს. დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა დიდუბის ოლქშია, სადაც ბოლო მონაცემებით რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან ხმა 43,5%-მა მისცა. ამ დროისთვის ყველაზე დაბალი აქტივობა ისანშია - 34,3%.
ყველა ახალი ამბავი
0