Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ცესკო: 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39,5%–ია

© photo: Sputnik / Stringerცესკოს ბრიფინგი
ცესკოს ბრიფინგი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 39,5%-ია. ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩვნო კომისია ავრცელებს.
ამ დროისთვის ხმა უკვე 825.129 ამომრჩეველმა მისცა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა პირველი ტურის მსგავსად კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია და 52,8%-ს შადგენს. ყველაზე დაბალი აქტივობა – 33,9% მცხეთა-მთიანეთშია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
არჩევნები 2021
დღეს ვირჩევთ მომავალს - პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ აქტივობა 38,7%-ს შეადგენს. დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა დიდუბის ოლქშია, სადაც ბოლო მონაცემებით რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან ხმა 43,5%-მა მისცა. ამ დროისთვის ყველაზე დაბალი აქტივობა ისანშია - 34,3%.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას ქვეყნის დიდ ქალაქებში, ვითარება ასეთია:
რუსთავი – 41,2%
ქუთაისი – 36,6%
ფოთი – 41,2%
ზუგდიდი – 35,9%
ბათუმი – 42,2%
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0